საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - “ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში, საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ.

დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტის 38 საჯარო სკოლის, 62 მოსწავლეს კომპიუტერები ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძემ და ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ მიქელაძემ გადასცეს.