ქალაქ ფოთში, ბარათაშვილის ქუჩაზე, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება, რომლის ღირებულება 3 885 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოებს ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, გიორგი თოლორდავასთან ერთად დაათვალიერა.

თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა საბავშო ბაღის შიდა ინფრასტრუქტურა და გარე სივრცე. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს. ,,პრაიმ ბეტონი" ახორციელებს.

ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, ახალ სასწავლო წელს პატარები მოდერნიზებულ საბავშვო ბაღში შეძლებენ განაახლონ სასწავლო პროცესი.