ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ხახულისა და ვარშანიძის ქუჩების კეთილმოწყობა დაიწყო.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გაეცნო. 


მისი განცხადებით, ხახულისა და ვარშანიძის ქუჩების რეაბილიტაცია ბათუმში ერთ-ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება.
არჩილ ჩიქოვანი - როგორც იცით, ხახულისა და ვარშანიძის ქუჩები ათეული წლის განმავლობაში იყო მოუწესრიგებელი. შესაბამისად, კაპიტალური რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. 


დავიწყეთ აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია. პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წელს დასრულდება და 31 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. 


პროექტის ფარგლებში, 50 ათას კვმ-ზე ჩვენ განვახორციელებთ გზების სრულ კეთილმოწყობას. ხახულის არხი ორივე მხრიდან მოექცევა ნაპირსამაგრ კედლებში, ხოლო არხის ფსკერზე დაისხმება ბეტონის საფარი. 
გარდა ამისა, განხორციელდება არსებული 15 ხიდის დემონტაჟი და ახალი საავტომობილო და საფეხმავლო ხიდების მოწყობა.