აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, ვინც ბოლო დღეებში საკონდიტროში იმყოფებოდა, გაიარონ უფასო ტესტირება ბათუმის ბულვარში განთავსებულ ტეტირების ცენტრებში, რომელშიც მოქალაქეებს 16-დან 22 საათამდე მოემსახურებიან. უფასო ტესტირება შეუძლიათ მოქალაქეებს ქობულეთშიც, აღმაშენებლის ქუჩაზე.
აჭარაში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება ტურისტული სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. ქ. ბათუმში კარვები მოწყობილია ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან და არდაგანის ტბასთან, აჭარული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. აგრეთვე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აღმაშენებლის ქუჩაზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამივე ლოკაციაზე ნებისმიერ მსურველს ნიმუშის აღება ყოველდღიურად, დღის მეორე ნახევარიდან შეუძლია. პირი რომელიც ჩაიტარებს კვლევას, კოვიდის დადატურების შემთხვევაში პასუხი 24 საათის განამვლობაში ეცნობება.