უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 63 წლის კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კოვიდ 19-ის დიაგნოზით შეიყვანეს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ პაციენტს აღენიშნებოდა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, შოკი. მეორე გარდაცვლილი, 55 წლის ქალია, რომელიც მკურნალობას ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადიოდა. დიაგნოზი-კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია დაუზუსტებელი, გულის გაჩერება. ჰიპერტონული დაავადება, თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი.