აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

1604297281
უწყებაში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სამინისტრო ხელმძღვანელის იზოლაციაში ყოფნის პერიოდში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
ჯანდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, ნინო ნიჟარაძე ბინაზე მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც სამინისტროს პრეს-ცენტრში აცხადებენ, ყველა თანამშრომელი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.