საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო კათედრებსა და სამხედრო პირებისთვის განკუთვნილი სოციალური პაკეტების დეტალებით დაინტერესდა და შესაბამისი შეკითხვით მიმართა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პარლამენტის წინაშე "მინისტრის საათის ფორმატში წარდგა.
"გასაგებია შემოტევები, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში ყველა კეთილი წამოწყების მიმართ, ეკლესია იქნება, მეცნიერები, ექიმები იქნებიან, თუ თუნდაც ჯარში ეკიპირება.. დესტურქციულ ძალებზე, რომელზეც საუბრობთ, მაგრამ ამ დესტრუქციული ძალებისთვის რომ ადრე მიგვეჩინა ადგილი კარგი იქნებოდა და დღეს არ გვექნებოდა სურვილი, მათთვის გვეძახა პარტნიორები და ოპონენტები. ამას ყოველთვის წამოგვაძახებენ ამომრჩევლები და მართლები იქნებიან. ჩვენი ჯარისკაცების სოციალური პაკეტი როგორია ცოტა ვრცლად რომ მოგვიყვეთ, როგორია მოტივაცია, როგორ არის გაზრდილი?"- მიმართა ზაზა პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქართული ჯარის, იქ არსებული პირობების გაუმჯობესება,  პოპულარიზაცია, რათა ქართველობა შინაგანად საბრძოლო განწყობაზე უნდა იყოს მომზადებული. "აუცილებელია ქართული ჯარის, იქ არსებული პირობების გაუმჯობესება, პოპულარიზაცია, რათა არ ჩავვარდეთ იმ მდგომარეობაში, რომ ზოგიერთმა პარტიებმა და მათ მიერ დაარსებულმა "ეპისკოპოსებმა" არ გადაწყვიტონ ჩვენი მომავალი თაობის ბედი. ვფიქრობ, კონფორმიზმში ცხოვრებისა და განხცხრომისთვის ჩვენ არ გვცალია. მიმაჩნია, რომ ისეთ ვითარებაში ვართ, რომ შინაგანად საბრძოლო ყაიდაზე უნდა იყოს მოწყობილი მთელი ქართველობა"-განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.