„სანქციები განიხილება ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის წევრების წინააღმდეგ და იმ კონკრეტული თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, ვინც უშუალოდ არიან ჩართულნი სანქციების გვერდის ავლის პროცესის ხელშეწყობაში.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული საკითხების მდივანმა და ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ.

საქართველოს ეკონომიკამ რუსეთის იზოლაციით ისარგებლა - თუმცა ახლა დასავლეთის შესაძლო სანქციების რისკის ქვეშაა- აღნიშნული შინაარსით სტატიას ამერიკული გამოცემა CNBC-ი ავრცელებს.

CNBC-ის სტატიას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული საკითხების მდივანი და ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარე ვასო ურუშაძე გამოეხმაურა.

 „უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვიეს რეგიონულ ვაჭრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები.

 022 წლის მარტიდან, სახეზე იყო სანქციების რეალური ეფექტი, კერძოდ აპრილში დასავლური ქვეყნებიდან 70–80% ით შემცირდა ექსპორტი რუსეთში. 2022 წლის, მაისიდან კი პარალელური ექსპორტის ამოქმედების შედეგად, რუსეთმა მესამე ქვეყნების გამოყენებით იმპორტის აღდგენა დაიწყო.

 ფაქტობრივად 2022 წლის სექტემბრიდან, რუსეთში ექსპორტირებული საქონლის მოცულობა დაუბრუნდა პირვანდელ,  სანქცირებამდე ნიშნულს.

 2022 წლის ნოემბერში 2021 წლის ნოემბერთან შედარებით, ევროკავშირმა  ჯამურად 4.3 მილიარდი აშშ დოლარით შეამცირა ექსპორტი რუსეთში, ანალოგიურად შეამცირა

 აშშ-მ - 0.5 მილიარდი აშშ დოლარით, იაპონიამ - 0.4 მილიარდი აშშ  დოლარით, რამაც იქონია დადებითი ეფექტი.

 სანქციების შედეგად ბაზრებზე იმპორტირებული საქონლის  დეფიციტი რომ  არ წარმოქმნილიყო  , რუსეთი იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება  პარალელური ექსპორტის შემოღების  შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ ევროპელმა  მწარმოებლებმა უარი თქვეს პროდუქციის  რუსეთის ბაზრებზე შეტანაზე, რუსეთის მთავრობამ საკუთარ კომპანიებს ნება დართეს გამოეყენებინათ პარალელური იმპორტის სქემა, რაც ნიშნავს, ბრენდების თანხმობის გარეშე, ოფიციალური დილერების გვერდის ავლით, საქონლის ქვეყანაში  იმპორტს.

 აქედან გამომდინარე ევროკავშირი სანქციების მე-11 პაკეტში განიხილავს მესამე ქვეყნების დასანქცირებას, რომლებიც ეხმარებიან პუტინის ტერორისტულ რეჟიმს სანქციების გვერდია ავლაში. საქართველოსთან მიმართებით დასავლეთს ექნება განსხვავებული მიდგომა, სანქციები არ იქნება გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ, სანქციები განიხილება ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის წევრების წინააღმდეგ და იმ კონკრეტული თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ვინებიც უშუალოდ არიან ჩართულნი სანქციების გვერდის ავლის პროცესის ხელშეწყობაში“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.