ლევან ხაბეიშვილს არ უთქვამს, ჩემი ფრთის ქვეშ შევიკრიბოთო - ძალა ერთობაში იგულისხმა - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. 

„ჩვენს წინაპარზე უფრო ჭკვიანები არ მგონია ვიყოთ, გამაერთიანებლად აღმაშენებელს ვხედავ ხოლმე. გვაქვს საოცარი იგავები, ლეგენდები, ნუთუ ძალა ერთობის კონა არ გვახსენდება. ვიდრე არჩევნები  მოვიდა, სანამ ჩვენ ამათ  შევცვლით და დავძრათ ამ დისკრედიტირებულ მთავრობას, არ შეიძლება მანამდე გავერთიანდეთ? მე არც ის მომწონს, რომ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ... არა მგონია ლევან ხაბეიშვილს ეს ეთქვას, რომ ჩემი ფრთის ქვეშ... მე ვთვლი, რომ ძალა ერთობა იგულისხმა მაგ ადამიანმა, ყოველ შემთხვევაში მე როცა ველაპარაკე, ამაზე იყო საუბარი. არც „ლელოს“ განცხადება მომწონს, რომ „ნაციონალების გარეშე“... რას ნიშნავს „ნაციონალების“ გარეშე და „ნაციონალი“ რას ჰქვია კაცო, ამომრჩეველია 600 ათასი ცოცხალი ადამიანი ლეგიტიმური“,- განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.