„მომავალ საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომელიც იტყვის, ლაზარე კოქტეილის სროლის გამო დააკავესო. ხალხნო, „მოლოტოვის კოქტეილი“ კი არა, სამშობლოს გვიფეთქებს ვიღაცა ჩარჩი ოლიგარქი. კონსტიტუცია აგვიფეთქეს, 78-ე მუხლი, ანუ ეწინააღმდეგებოდნენ ევროინტეგრაციას." – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 მოდით, მე დამაბრალეთ, მე არ მეგულება დიქტატორი, რომლის გამოსწორებაზეც ხალხმა უნდა იზრუნოს. დიქტატორი უნდა გადააგდო, ამ სიტყვის ნურავის შეეშინდება. აქ, 2003 წელს რევოლუცია მოხდა, თმის ბეწვი არ ჩამოვარდნია არავის. კონსტიტუციურ ჩარჩოში ჩვენი კულტუროლოგიით შინ, ევროპისკენ. ჩვენ ძირძველი ევროპელები ვართ, ჩვენ არსად შევდივართ, ჩვენ ჩვენი ბედუკუღმართობით ჩვენს მდგომარეობას ვიბრუნებთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.