დამსახურებული შექება ხელისუფლებასთან "მებრძოლ" ნიკანორ მელიას  აბა ჰე "ვაჟკაც"..."ამას ველოდი მოვესწარ, ვიცინი აღარ ვტირი მე" - წერს პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში  წერს, რითაც ეხმაურება კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ნიკა მელიას მისამართით გაკეთებულ განცხადებას:

ნიკა მელიას ვატყობდით, რომ თავი პოლიტიკოსი ეგონა, აღმოჩნდა, რომ პოლიტიკოსობა ასე ადვილი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით,  ნიკა მელიას ბოლოდროინდელი განცხადებები მოწმობს, რომ ის მიხვდა, პოლიტიკოსობა მარტივი არ არის, როცა გარშემორტყმული ხარ ისეთი მონსტრებით, როგორიც არის მერაბიშვილი, ადეიშვილი და რომლის ერთგულიც ყველაფრის ფასად გინდა იყო, როცა ხარ ნიკა მელია.

„ასეთ დროს პოლიტიკოსობა ადვილი არ არის, რადგან ქართველ ხალხს არ დავიწყებია, რა გაუკეთა მას, რა დაუშავა და რა ცუდი საქმეებიც გაუკეთა იგივე ადეიშვილმა, კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა. ამიტომ, მე ნიკა მელიას ბედით ვერ ვიქნები შეწუხებული. ფაქტი, ფაქტად რჩება, რომ ის ვერ შედგა ჯერჯერობით, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ოდიოზური წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მას ალბათ უფრო მეტი რესურსი აქვს. ეს ჩემი შეფასებაა, რომ მომავალში იქნებ და შედგეს პოლიტიკოსად, არ ვიცით ჯერ ეს, მაგრამ ვერ შედგა ის დღეისათვის პოლიტიკოსად, რადგან მისი საყვარელი პარტია არ იმართება იმ პირებისგან, რომლებზეც რეალურად გვეუბნებიან, რომ მართავს. „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელ ხელმძღვანელს პარტიას კი არა ორ ბატს არ მიაბარებ სამწყესად. შესაბამისად, ძნელია ვინმემ დაიჯეროს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მართავს ის ხუმარა კაცი, რომელზეც გვეუბნებიან, რომ ეს არის ჩვენი ლიდერიო. რა თქმა უნდა, ლიდერები არიან სხვები. გასაგებია, რომ ახლა ამდენი წლის მერე, 11 წლის მერე, 10 წლის მერე ნიკა მელიას ეყო ვაჟკაცობა და სიმართლე თქვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.