პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი არამოსამართლე წევრის კანდიდატურის არჩევის საკითხზე ოპოზიციას მიმართა.

29 მაისი - 1 ივნისის სასესიო კვირის დღის წესრიგის კენჭსაყრელ საკითხებს იუსტიციის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატი დაემატა, რომლებიც მესამე ტურში გავიდნენ, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა.

„მინდა ოპოზიციას მივმართო, - ეს არის მომენტი, როცა 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულება სრულად ოპოზიციის ხელშია. საპარლამენტო უმრავლესობა მობილიზებული იყო წინა კვირაშიც, მომავალ კვირაშიც იქნება მობილიზებული. საჭიროა მინიმუმ 90 ხმა. საჭიროა, ოპოზიციამაც აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე 12 რეკომენდაციის შესრულებით და იმედია, რომ მომავალ კვირას ამ პასუხისმგებლობით მიუდგებიან საკითხს“, -  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.