ჩვენი ფანჩატურიდან პარლამენტში გაიპარნენ - „ოცნებასთან“დღისით  ვითომ ჩხუბობენ, ღამე ერთად მოგზაურობენ. შესაბამისად, ამ ეგრეთ წოდებული ოპოზიციაზე რამე იმედების დამყარება არის სისულელე - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ხელისუფლებიდან „ოცნების“ გაშვების ორი გზა იყო, ერთი გახლდათ პოლიტიკური პატიების პრინციპული პოზიცია, პარლამენტის არ შედგომა, არ შესვლა იმ პარლამენტში ჩვენი ფანჩატურიდან, საიდანაც გაიპარნენ, გადაარჩინეს რეჟიმი, დაუჯდნენ იმ სკამებზე, თავს ალანძღიებენ, მაინც არ გამოდიან, ვერ ელევიან, შესაბამისად ეს პერსპექტივა გაფუჭდა უკვე. შემოდგომამდე არის ვადა, რომ გამოვიდნენ, მაგრამ არა მგონია ეს გააკეთონ, პირიქით, ახლა კანონებს იღებენ, ახალ ჯგუფებს, ფრაქციებს ქმნიან, დაფინანსებას მილიონობით ბიუჯეტიდან იღებენ და ამით არიან დაკავებულნი. გარეთ ოპოზიციონერობენ, შეურიგებელი მებრძოლები არიან. გუშინ გავიხედე, ოპოსუმის მსგავსი სამხარაძე და ხათუნა სამნიძე, მთელი ოპოზიცია ლონდონში  არიან, ვითომ შეხვედრებზე. რა  უნდა გააკეთონ ახლა  იქ, ჩერჩილს გააცოცხლებენ და მსოფლიო გადაწყობაზე მოილაპარაკებენ - არაფერი. დღისით ვითომ ჩხუბობენ, ღამე ერთად მოგზაურობენ და ქეიფობენ, ოჯახური მისვლა-მოსვლა აქვთ. შესაბამისად, ამ ეგრეთ წოდებული ოპოზიციაზე რამე იმედების დამყარება არის სისულელე“ - განაცხადა ნათელაშვილმა.