ოპოზიციაში ახლა დარწმუნდნენ, რომ კობრასთან ლოგინში ჩაწოლა არ ღირს - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„პარლამენტში შესული ოპოზიცია თავიდან, როგორც ჩანს, ფიქრობდა რომ იქ შესვლით და ივანიშვილის რეჟიმის გადარჩენით, გარკვეულ პრეფერენციებს და ძმაკაცობის გარანტიებს აიღებდნენ და მგონი დარწმუნდნენ ახლა, რომ კობრასთან ლოგინში ჩაწოლა არ ღირს. ნახეს რომ მათ არ ინდობენ და არც დაინდობენ იმიტომ, რომ აქ სხვა კრიტერიუმებია ურთიერთობებისა“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.