არავითარი პოლიტიკური პატიმარი და არავითარი გმირი არ არის სახეზე, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„ის არის რეალურად, რაც ვნახეთ იმის ჩამდენი ადამიანი. ბრალეულია თუ არა და რა სასჯელი უნდა დაენიშნოს თუ არ უნდა დაენიშნოს ამას სასამართლო გაარკვევს, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გამოვრიცხო, რომ არც გმირზე გვაქვს საუბარი და არც პოლიტპატიმარზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელმაც შსს-ს მტკიცებით ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა