ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კობა ნაყოფიაზე თავდასხმა მისთვის მიუღებელია. 

"კობა ნაყოფია არის ჩემი უერთგულესი თანამებრძოლი საქართველოში და უკრაინაშიც და ჩემი ახლო მეგობარი, რომელიც მომყვება მრავალი წელია. მასზე ნებისმიერი თავდასხმა კარგს არაფერს ემსახურება და არის ყოვლად მიუღებელი - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, "კანონი და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა - "გამოვიდეს კობა ნაყოფია და თვალებში ჩახედოს თამარ ჩარკვიანს! ყური აუწიოს იმ უტიფარ ბიჭს, ავერიე ვიღაც ვაჭრუკანებში"