საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პრეზიდენტის პარლამენტში გუშინდელი გამოსვლა შეაფასა და ამისათვის დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება მოიშველია.

„პრეზიდენტის გამოსვლა ბატონმა დავით უსუფაშვილმა შეაფასა, ჩვენ მოვისმინეთო გაბრაზებული სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლა. დავეთანხმები მას ალბათ, იმ ნაწილში, რომ იყო გაბრაზებული გამოსვლა, თუმცა ვერ დავეთანხმები მაინცდამაინც სახელმწიფოს მეთაურის შეფასებაში, რადგან სახელმწიფოს მეთაურის ხედვა ამ გამოსვლას ნამდვილად აკლდა და იმ გამოწვევების სწორი გაანალიზება, რა გამოწვევების წინაშეც საქართველო დგას და მისი სწორი შეფასება.

დღეს ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში ვიმყოფებით და დიდი სირთულე, რაც საქართველოსა და ხელისუფლების წინაშე დგას არის აღქმები და არასწორ აღქმებთან გამკლავება. ჩვენი ხელისუფლების მიზანი და პრეზიდენტს მოვიაზრებ საქართველოს ხელისუფლებაში, მიზანი უნდა იყოს ამ არასწორი აღქმების გაქარწყლება და არა ამ აღქმების გაძლიერება, ცეცხლზე ნავთის დასხმა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.