„რუსული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელ ექიმებს არ უშვებს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ევროკავშირმა მხარი დაუჭირა პოლონელი ექიმების შესვლას პრეზიდენტ სააკაშვილთან, თუმცა რამდენიმე კვირაა „რუსული ოცნება“ მიზანმიმართულად აჭიანურებს ამ პროცესს ერთადერთი მიზეზით - როგორც კი პოლონელი ექიმები, რომელთაც ევროკავშირის მანდატი აქვთ, პრეზიდენტ სააკაშვილს გასინჯავენ, აუცილებლად იქნება ობიექტური დასკვნები, რაც აქამდეც არსებობს. ამის შემდეგ ყველანაირი სპეკულაციის საშუალება მოესპობა „რუსულ ოცნებას“, ამიტომ არ აძლევენ ნებართვას. ამის პარალელურად, დაცვის მხარისთვის დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვანი იყო, რომ პოლონელი ექიმები იყვნენ დაშვებული, რათა დამატებითი მტკიცებულებები იყოს. თუმცა „რუსული ოცნება“ პოლონელ ექიმებს არ უშვებს“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.