ძალიან კარგი, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ, როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა თუ მისცეს ხმა - იგულისხმება არჩევნები იუსტიციის საბჭოში. - წერს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს დესპანი გერმანიაში, სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში, რომელიც ეხმაურება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესს.

"ძალიან კარგი, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ, როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა თუ მისცეს ხმა - იგულისხმება არჩევნები იუსტიციის საბჭოში. ბატონი ლადო ჭანტურია, ევროსასამართლოს მოსამართლე, ყოფილი ელჩი და მე პროცესებში არ ვმონაწილეობთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი აზრი არ გაგვაჩნია (და ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა) ისეთ ღირსეულ პროფესიონალსა და პოლიტიკურად დაბალანსებულ ადამიანზე, როგორიცაა ქ-ნი ნინო ნიშნიანიძე; რომელიც არის ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პიონერთაგანი. ვთვლი, რომ ასეთი ადამიანების ყოფნა ასეთ საპატიო ორგანოში აუცილებელია მშვიდობისთვის და სამართლიანობისთვის ჩვენს ქვეყანაში" - წერს კონსტანტინე გამსახურდია.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს მხოლოდ სამი არამოსამართლე წევრის არჩევა შეძლო - ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვა

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კენჭისყრა ხელახლა გაიმართება