ხელისუფლებას აქვს განცდა, რომ თვითონ ძალიან ჭკვიანები არიან და მათ გარდა ყველა იდიოტია - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. 

„ამ ხელისუფლებას აქვს იმის განცდა, რომ თვითონ არიან ძალიან ჭკვიანები და მათ გარდა ყველა არის იდიოტი. სხვა რა ახსნა შეიძლება ამ მარაზმს მოუძებნო. ამიტომ მოუწია ევროპარლამენტარს ამოეღო ციტატები პრემიერ მინისტრის. რა ჰგონიათ, აქ რომ პრემიერ მინისტრი სპეკულაციურ განცხადებებს გააკეთებს, იქ არ იციან? ერთადერთი აქვთ იმის განცდა, რომ კი ბატონო, მე შეიძლება ცუდი ბიჭი ვარ მაგრამ იმას მაინც ვჭირდები და მაინც მომცემს ყველაფერს, სულ ყირაზე რომ გავიარო, ამ კონცეფციის ფარგლებში მუშაობენ. იმდენად უტიფრები, უინტელექტოები არიან, რომ ჰგონიათ ევროპარლამენტში საქართველოზე ინფორმაცია არ  აქვთ. სამწუხაროდ, როგორც საქართველოში გასდით, ისე ჰგონიათ რომ ყველგან გაუვათ“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.