ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„პრობლემაა ის, რომ ვერავითარი გაერთიანება ადამიანების ირგვლივ ვერ შედგება. თუ შედგება, წარმატებული არ იქნება. ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, რომელსაც იდეოლოგია გაგვაჩნია. შეიძლება, ვიღაცას მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ სხვას არაფერი არ გააჩნია. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსული რეჟიმი უნდა დავამარცხოთ, მაგრამ რა მოაქვთ ამომრჩევლისთვის, რომ დაამარცხებენ? მერე რას იზამენ, ამაზე არ ლაპარაკობენ. ვიდრე ლაპარაკს არ დაიწყებენ, ვიდრე არ იტყვიან, მართლა რა უნდათ, თუნდაც იმავე ევროინტეგრაციაში რას გულისხმობენ, რა მოსწონთ ევროპაში და რა არ მოსწონთ, იქამდე არანაირი აზრი არ აქვს გაერთიანებაზე საუბარს. ჩვენ, მით უმეტეს, არავითარ ასეთ გაერთიანებაში მონაწილეობას არ ვგეგმავთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.