GE EN

პოლიტიკა

თამარ ჩარკვიანი: ლევან ხაბეიშვილს არ უთქვამს, ჩემი ფრთის ქვეშ შევიკრიბოთო - ძალა ერთობაში იგულისხმა

ლევან ხაბეიშვილს არ უთქვამს, ჩემი ფრთის ქვეშ შევიკრიბოთო - ძალა ერთობაში იგულისხმა - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. 

1686246627

თამარ ჩერგოლეიშვილი ანი წითლიძეზე: უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს

უპასუხისმგებლო ბეცები უნდა ჩაირეცხონ, თუ გვსურს ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროპარლამენტში ენმ-ს დეპუტატის, ანი წითლიძის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, „ჩემი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“.

1686244305

გია ხუხაშვილი: ხელისუფლებას აქვს განცდა, რომ თვითონ ძალიან ჭკვიანები არიან და მათ გარდა ყველა იდიოტია

ხელისუფლებას აქვს განცდა, რომ თვითონ ძალიან ჭკვიანები არიან და მათ გარდა ყველა იდიოტია - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. 

1686243073

ეკა სეფაშვილი: ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობს ბრილიანტებით - გასულ წელს, ბრილიანტებით ვაჭრობამ 1.4 მილიარდი ევრო შეადგინა, ეს კი დაახლოებით 1400 ახალი მოდელის რუსული ტანკის ღირებულებაა

გასულ წელს, ბრილიანტებით ვაჭრობამ 1.4 მილიარდი ევრო შეადგინა, ეს კი დაახლოებით 1400 ახალი მოდელის რუსული ტანკის ღირებულებაა. საქართველოს ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან, რომელიც რუსეთის მთლიანი ვაჭრობის 0.3%-ს შეადგენს, არაფერს არ წარმოადგენს თუკი გავითვალისწინებთ სანქციების მთავარ მიზანს. რატომ დაწესდა სანქციები? იმიტომ, რომ ზიანი მიადგეს რუსეთს, რომ მან უკან დაიხიოს. ამ მხრივ, საქართველოს ვაჭრობის ბრუნვა არაფერს წარმოადგენს, რუსეთი ვერც კი შეამჩნევს, თუკი ქართული პროდუქცია ან სერვისები რუსეთამდე ვეღარ მიაღწევს. - - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

1686240368

ხატია დეკანოიძე: „ქართული ოცნების“ პროპაგანდის დასამარცხებლად, ყველასთან ვითანამშრომლებ

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ  „ქართული ოცნების“ პროპაგანდის დასამარცხებლად, ყველასთან ითანამშრომლებს.

1686239509

მამუკა გუგეშაშვილი: სექტემბერ-ოქტომბერში ხაბეიშვილი აღარ იქნება თავმჯდომარე, ჩემი ვარაუდით, მას კირკიტაძე ან ბეჟაშვილი ჩაანაცვლებს

დარწმუნებული ვარ, სექტემბერ-ოქტომბერში ხაბეიშვილი აღარ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ხაბეიშვილის შეცვლა უნდათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მამუკა გუგეშაშვილმა აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

1686238841

ნიკოლოზ სამხარაძე: ფრანგმა კოლეგებმა დაგვიდასტურეს, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს  ჟან-ფრანსუა რაპენს და კომიტეტის წევრებს შეხვდა.

1686234769

გურამ მაჭარაშვილი: მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ უნდა, თვითონ ამბობს, ჩემი გული უკრაინას ეკუთვნისო და რა ვქნათ ჩვენ?

„თვითონ (მიხეილ სააკაშვილი. რედ) ამბობს, ჩემი გული უკრაინას ეკუთვნისო და რა ვქნათ ჩვენ? მისი გული თუ უკრაინას ეკუთვნის, ჩემი პოზიცია სხვანაირი რატომ უნდა იყოს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ მედიასთან განაცხადა.

1686233648

ლევან იზორია: გერმანია ძალიან მკაფიო და ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

თითოეული შეხვედრის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ძალიან მკაფიო და ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე-ამის შესახებ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

1686231873

ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

1686230668

ეკა სეფაშვილი: თუკი საქართველო ნატოსა და ევროკავშირის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ იქნება, ჩვენ ბევრად მამაცები ვიქნებით და მეტად გავბედავთ გადაწყვეტილებების მიღებას

"ჩვენ ვართ თანასპონსორები და შესაბამისობაში ვართ ყველა საერთაშორისო დეკლარაციებთან, რომლებიც მხარს უჭერს უკრაინას და ეწინააღმდეგება რუსეთს. ამასთან, ჩვენ ვართ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს ერთ-ერთი თანასპონსორი, 38 სახელმწიფოთა შორის“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

1686228473

კახა კალაძე: ვერ მოიტანთ ვერცერთ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ვინმეს ანტიევროპული განცხადება გაეკეთებინოს

„ვერ მოიტანთ ვერცერთ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ვინმეს ანტიევროპული განცხადება გაეკეთებინოს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

1686227974

კახა კალაძე: ეტყობა, მარინა კალიურანდი სხვა ქვეყანაზე საუბრობს, საერთოდ აცდენილია რეალობას

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მიერ საქართველოსთან მიმართებით გაკეთებული განცხადებები რეალობას არ ასახავს.

1686227378

მარინა კალიურანდი: წლების წინ საქართველო იყო ლიდერი აღმოსავლელ პარტნიორებს შორის - ფაქტია, რომ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით პროგრესი დაუსრულებელია

ევროკომისია რამდენიმე თვეში შეაფასებს 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებულ პროგრესს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს, თუ სურს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, დასამალი არ არის, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას და ევროპელ პარტნიორებს შორის, განსაკუთრებით ევროპარლამენტთან ურთიერთობები იყო საკმაოდ მშფოთვარე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

1686227188

კახა კალაძე: არჩევნებისთვის ოპოზიციის კონსოლიდაცია არაფერს შეცვლის, ისინი ერთი მრწამსის ადამიანები არიან, ერთ დროს სააკაშვილის ირგვლივ იყვნენ გაერთიანებული

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისთვის უცნობია პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არსებული დაპირისპირების შესახებ. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელობა არა აქვს ლევან ხაბეიშვილს დატოვებენ თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად, რადგან ამ პარტიის წარმომადგენლები მარცხისთვის არიან განწირულნი.

1686226513

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ახალი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციის საკითხზე იმსჯელა.

1686224749

მაია ბითაძე: ზოგი განცხადება, რომელიც დღეს ევროპარლამენტში მოვისმინეთ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისგან, არა დეპოლარიზაციის, არამედ პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია

რასაც მინდა ხაზი გავუსვა, არის ის, რომ ერთადერთი გზა, არის ევროკავშირი, ჩვენთვის სხვა გზა, გარდა ევრო ატლანტიკური ინტეგრაციისა, არ არსებობს. ჩვენ ყველანი გავიზარდეთ და ჩვენ ვზრდით ჩვენს შვილებს იმ იდეით და შიშით, რომ ნატოს და ევროკავშირის ნაწილად ყოფნა, გამოიწვევს კონფლიქტს რუსეთთან. მთელი მსოფლიო ამაზე საუბრობდა ჯერ კიდევ სსრკ-ის დაშლის შემდეგ, მაგრამ, დღეს ჩვენ აქ სხვა მოსაზრებებიც მოვისმინეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

1686223867

გურამ მაჭარაშვილი: „ლელოს“ ამომრჩეველმა რა უნდა იფიქროს, ოთხი კაცით შევიდნენ, პარტიის თავმჯდომარე თავის მოადგილიანად უკან გამოვარდა, პარლამენტში აღარ მინდაო

„ლელოს“ არცერთ ინიციატივას არც ქუჩაში და არც პარლამენტში მხარდაჭერა არ აქვს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ„ლელოს“ თავად ვერ გაურკვევია, რა უნდა.

1686221229

ანი წითლიძე ევროპარლამენტარებს: როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ევროპული კურსის დასაზიანებლად, ჩემი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

„მე მაქვს პატივი გელაპარაკოთ დღეს მიხეილ სააკაშვილის სახელით და ასევე საქართველოს მოქალაქეების იმ 89 პროცენტის სახელით, ვისი არჩევანიც არის ევროპა და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. მთელი ჩვენი ისტორია არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია. ჩვენი ტერიტორიების 20% დღესაც ოკუპირებულია.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა ანა წითლიძემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

1686220050

შალვა პაპუაშვილი: პრაგმატულ პოლიტიკას მოაქვს შედეგი - განამტკიცებს სამართლებრივ საფუძველს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში დევნილთა ღირსეული დაბრუნებისთვის

საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას და საპარლამენტო დიპლომატიას მოაქვს შედეგი და განამტკიცებს სამართლებრივ საფუძველს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იძულებით გადაადგილებული პირების მშვიდობიანი და ღირსეული დაბრუნებისთვის, – გაეროს გენერალური ასამბლეის დღევანდელ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმაურება.

1686218794

მაკა ბოჭორიშვილი: შარშანდელმა გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შესახებ, ადგილი დატოვა გაურკვევლობისა და სპეკულაციებისთვის

„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება რჩება მნიშვნელოვან იარაღად ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ტრანსფორმაციის პროცესში. 2014 წლიდან საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების საკითხში პროგრესის მისაღწევად. საქართველოს მიერ ევროპულ გზაზე მიღწეული პროგრესი უდავოა. წარმატებულმა რეფორმებმა საქართველო მრავალი თვალსაზრისით მიმზიდველ ადგილად აქცია და ქვეყანა ევროპულ სტანდარტებთან დააახლოვა." ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

1686218461

ვასო ურუშაძე: სანქციები განიხილება ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ

„სანქციები განიხილება ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის წევრების წინააღმდეგ და იმ კონკრეტული თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, ვინც უშუალოდ არიან ჩართულნი სანქციების გვერდის ავლის პროცესის ხელშეწყობაში.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული საკითხების მდივანმა და ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ.

1686217910

ირაკლი ქადაგიშვილი: ახალი სერია იწყება - მიხეილ სააკაშვილი პრემიერად - ვნახოთ, ამ სერიალს რამდენი ხანი ექნება სიცოცხლისუნარიანობა

წინა სეზონი იყო - მოწამლეს, მოკლეს, აშიმშილეს, აწამეს და ამ სერიალმა თავისი მაყურებელი დაკარგა ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნითაც და ახლა ახალ სეზონზე ახალი სერია იწყება - მიხეილ სააკაშვილი პრემიერად. ვნახოთ, ამ სერიალს რამდენი ხანი ექნება სიცოცხლისუნარიანობა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დასახელება.

1686216154