უკრაინის რეგიონებში საჰაერო თავდასხმის განგაში ამოქმედდა. პარალელურად, 15 წუთის შემდეგ შუქი ჩაქრა დასავლეთ ნაწილში და ცენტრში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირა საღამოს გააფრთხილა მოსახლეობა, რომ რუსები ახალ სარაკეტო დარტყმებს ამზადებდნენ.