უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ 130 უკრაინელი ჯარისკაცი რუსეთთან ტყვეების გაცვლის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა.

"ტყვეთა მორიგი გაცვლა. მოვახერხეთ 130 ჩვენი ადამიანის სახლში დაბრუნება. ესენი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები, გვარდიელები, მესაზღვრეები. მათ შორის არის მარიუპოლის 87 დამცველი, რომელთაგან 71 „აზოვსტალიდანაა““, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ტყვეობიდან 90 სამხედრო მოსამსახურე დააბრუნეს.