უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს, რის შედეგადაც სახლში 100 უკრაინელი და 106 რუსი სამხედრო დაბრუნდა.

"ვაბრუნებთ სახლში ჩვენს ხალხს - სამხედროებს, მეზღვაურებს, მესაზღვრეებს, ეროვნულ გვარდიელებს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა თავის ტელეგრამის არხში.

 მისივე თქმით, ტყვეობიდან გათავისუფლებულ უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის არიან ისინიც, ვინც „აზოვსტალს“, მარიუპოლს, ჰოსტომელს, ბახმუტს, ზაპოროჟიესა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ.

რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნებული 100 უკრაინელი სამხედროდან 20 ქალია.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ტყვეობიდან 106 სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება.