უკრაინამ "აზოვსტალელი" 45 ტყვე დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

განთავისუფლდა 42 კაცი და სამი ქალი, რომლებიც იცავდნენ აზოვსტალს [ფოლადის ქარხანა მარიუპოლში], მათ შორისაა 35 რიგითი და სერჟანტი, 10 ოფიცერი.

მათ შორისაა ჯარისკაცი, რომელიც სრულმასშტაბიან შეჭრამდე 2,5 წელი რუსებს ტყვეობაში ჰყავდათ, ტყვედ კი შაროკინეს ოპერაციის დროს ჩავარდა.

 ყველა მათგანი აზოვის ზღვის სანაპიროზე ცხრა წლის წინ შექმნილი ეროვნული გვარდიის პოლკის მებრძოლია.

ამავდროულად, რუსეთი აცხადებს, რომ "რთული მოლაპარაკებების" შედეგად სამი მფრინავი დაიბრუნა.