სუდანის დედაქალაქ ხარტუმში სუდანისა არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის შეტაკებები განახლდა.
ხარტუმში, დაპირისპირებული მხარეები იყენებენ მძიმე არტილერიას და საბრძოლო თვითმფრინავებს, ასევე ბრძოლები მიმდინარეობს მეზობელ ქალაქებში - ბაჰრასა და ომდურმანში. სუდანის არმიამ განაცხადა, რომ RSF-ის თავდასხმა არმიის შტაბის წინააღმდეგ მოიგერია. სუდანის არმიის განცხადებით, დაიღუპა RSF-ის ათობით მებრძოლი.
სუდანის დედაქალაქში შეტაკებები არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ფორმირებებს შორის 15 აპრილიდან დაიწყო. ამ დრომდე ვერცერთმა მხარემ გამარჯვების მოპოვება და ძალაუფლების ხელში ჩაგდება ვერ შეძლო. პერიოდულად მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას აღწევენ.
გაეროს მონაცემებით, ქვეყანა 250 ათასამდე ადამიანმა დატოვა, 840 ათასზე მეტი კი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. შეიარაღებულ შეტაკებებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით კი დაიჭრა.