მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთს სურს მოლდოვა უკრაინის წინააღმდეგ ისევე გამოიყენოს, როგორც ბელარუსს იყენებს.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს და დაამხოს ხელისუფლება კიშინიოვში. მისივე თქმით, მოლდოვის ხელისუფლებას ამის მტკიცებულებები გააჩნია.

„რუსეთი ცდილობს კიშინიოვში პრორუსული ხელისუფლების მოყვანას, რათა მოლდოვა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს, ისე როგორც ეს ხდება ბელარუსში“, - განაცხადა სანდუმ.

მან გაიხსენა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ცოტა ხის წინ გაკეთებული განცხადება ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ.

„სწორედ იმავეს გაკეთება სურს რუსეთს მოლდოვის შემთხვევაშიც, თუმცა დღეს მოლდოვაში არსებობს დამოუკიდებელი ხელისუფლება, რომელიც ხალხმა აირჩია და რომელიც მუშაობს მოლდოვის საკეთილდღეოდ, ამიტომ მას ვერ გამოიყენებს ისე, როგორც გამოიყენებდა პრორუსულ ხელისუფლებას“, - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.