სამდღიანი მკურნალობის შემდეგ, რომის პაპი ფრანცისკე გემელის საავადმყოფოდან გაწერეს.

 ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ექიმების რეკომენდაციით, რომის პაპის ჯანრთელობის მდგომარეობა მისი საავადმყოფოდან გაწერის საშუალებას იძლეოდა.

ამასთან, მედიის ცნობით, რომის პაპი ფრანცისკე  საავადმყოფოსთან შეკრებილ ადამიანებს მიესალმა და რამდენიმე მათგანს ეხუმრა: „მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ“.

რომის პაპი გემელის საავადმყოფოში ოთხშაბათს სუნთქვის გაძნელებით გადაიყვანეს, სადაც  მას ბრონქიტი დაუდგინდა.