ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი" იუწყება.

ირანმა ხუთშაბათს წარმატებით გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა, რომლის ფრენის  სიშორე 2000 კმ იყო. 

ირანი, რომელსაც აქვს ერთ-ერთი უდიდესი სარაკეტო პროგრამა ახლო აღმოსავლეთში, ამბობს, რომ მის იარაღს შეუძლია მიაღწიოს დაუძინებელი მტრების, მტრების, ისრაელის და აშშ-ის  ბაზებს რეგიონში.  

„ჩვენი გზავნილი ირანის მტრებისადმი არის ის, რომ ჩვენ დავიცავთ ქვეყანას და მის მიღწევებს. ჩვენი გზავნილი ჩვენს მეგობრებისადმი არის ის, რომ ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ რეგიონულ სტაბილურობას“, - ამბობს ირანის თავდაცვის მინისტრი მოჰამად რეზა აშტიანი.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გაშვებულ რამდენიმე წამიანი ვიდეოში ნათქვამია, რომ  ირანული ბალისტიკური რაკეტის Khoramshahr-4 განახლებული ვერსიის ფრენის სიშორე არის  2000 კმ და მას შეუძლია გადაიტანოს 1500 კგ-იანი ქობინი.  

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA იტყობინება, რომ თხევად საწვავზე მომუშავე რაკეტას სახელი „Kheibar" ეწოდა იმ ებრაული ციხესიმაგრის მიხედვით, რომელიც მუსლიმმა მეომრებმა ისლამის წარმოშობის პირველ დღეებში დაიპყრეს.