ფინეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ რუსეთის საელჩოს ცხრა თანამშრომლის გაძევებას აპირებს, რომლებიც ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილები.

"ფინეთი გააძევებს რუსეთის საელჩოში დასაქმებულ ცხრა ადამიანს, რომლებიც დაზვერვის თანამშრომლები არიან," - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. "მათი ქმედებები არღვევს ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ."

გასული წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროპის უშიშროების სამსახურებმა სავარაუდო რუსი ჯაშუშების ქვეყნებიდან გაძევება დაიწყეს.

POLITICO-ს დასავლური დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის პირობით განუცხადეს, რომ დაახლოებით 400 რუსი დაზვერვის ოფიცერი გააძევეს, რომლებიც დიპლომატიური საფარქვეშ მუშაობდნენ.

მარტში პოლონეთმა განაცხადა, რომ გაანადგურა მთელი რუსული ჯაშუშური ქსელი და რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.