GE EN

მსოფლიო

29,2 გრადუსი ცელსიუსით - პოლონეთში 1966 წლის ოქტომბრის მაქსიმალური ტემპერატურული რეკორდი დაემხო

„საოცარი სამშაბათია! პოლონეთმა რეკორდი მოხსნა. მსგავსი ამინდი თითქმის 60 წელია არ ყოფილა", - წერს პოლონური პრესა.

1696343724

ყარაბაღში, სეპარატისტული რეჟიმის ყოფილი ლიდერები დააკავეს

ყარაბაღში დე ფაქტო ხელმძღვანელობის ყოფილი ლიდერები დააკავეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

1696342680

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეგვიპტელი ქალი, რომელმაც 5 წლის შვილს თავი მოაჭრა, შემდეგ კი სხეულის სხვა ნაწილებთან ერთად მოხარშა და შეჭამა, მკაცრი რეჟიმის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსდება

ეგვიპტის სასამართლოს 30 სექტემბერს გამოტანილ დადგენილებით თანახმად, 29 წლის ჰანა ჰასანი, რომელმაც თავის 5 წლის შვილი მოკლა, შემდეგ მაჩეტეთი თავი მოაჭრა, სხეულის სხვა ნაწილებთან ერთად მოხარშა და შეჭამა, შეურაცხადად გამოცხადდა და მას დარჩენილი სიცოცხლის მკაცრი რეჟიმის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გატარება მოუწევს, - იუწყება ბრიტანული dailymail-ი.

1696340682

შოიგუს მტკიცებით, რუსეთი მობილიზაციის მორიგ ტალღას არ გეგმავს

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მტკიცებით, რუსეთი "მობილიზაციის მორიგ ტალღას არ გეგმავს".

1696340220

რუსეთმა უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველზე, ალექსეი არესტოვიჩზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეყვანა და სისხლის სამართლის მუხლით ძებნილად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას "ტასსი" რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

1696338444

ნორვეგიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ნორვეგიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. ქვეყანა უერთდება ეკონომიკური შეზღუდვების მეთერთმეტე პაკეტს, რომელიც მანამდე ევროკავშირმა წარმოადგინა. ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

1696334100

FT: ინდოეთმა კანადას ათობით დიპლომატის ქვეყნიდან გაყვანა მოსთხოვა

ჯასტინ ტრიუდოს მიერ კანადაში სიქი სეპარატისტი ლიდერის მკვლელობაში ინდოეთის სავარაუდო მონაწილეობაზე საუბრის გამო ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე ნიუ-დელიმ ოტავას ქვეყნიდან ათობით დიპლომატის გაყვანა მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

1696331700

Reuters: აშშ ჩინეთს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებიდან ჩახსნის

შეერთებული შტატები ოქტომბრის დასაწყისიდან ჩინეთში ჩიპებისა და მათი წარმოებისთვის განკუთვნილი საშუალებების ექსპორტის აკრძალვის გამკაცრებას ემზადება. საუბარია ნახევარგამტარების წარმოებისთვის უფრო მოწინავე საშუალებებზე წვდომის შეზღუდვაზე, ასევე ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ექსპორტის შეზღუდვებში არსებული გარკვეული ხარვეზების დახურვაზე, – იუწყება Reuters თეთრ სახლზე დაყრდნობით.

1696329420

სომხეთის პარლამენტმა რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა

დღეს, 3 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 13:11 საათზე სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ  რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა.

1696328727

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, - იუწყება ქვეყნის მთავრობა.

1696326780

სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა

სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა. სომხური მედიის თანახმად, კანონპროექტის რატიფიცირებას მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა 22-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

1696324380

ნიუ-იორკში დონალდ ტრამპისა და მისი შვილების საქმის განხილვა დაიწყო

ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში, საქმის მოსმენა დაიწყო, რამაც დონალდ ტრამპის ბიზნეს-იმპერია, შესაძლოა ძლიერი დარტყმის ქვეშ დააყენოს. ამის შესახებ BBC წერს.

1696322220

ზელენსკი: ჩვენი მთავარი მიზანია, წელს მივიღოთ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის მთავარი მიზანია, წელს მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.

1696319460

ზელენსკი: სანქციების მე-11 პაკეტის შემდეგ პაუზა ძალიან გაჭიანურდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დამატებითი პაკეტის საჭიროებაზე ისაუბრა.

1696317060

თურქეთში, "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" კავშირის ბრალდებით, 90-მდე ადამიანი დააკავეს

თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო სამმართველომ და პოლიციამ "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, - იუწყება თურქული მედია.

1696315020

Politico: აშშ-მ უკრაინისთვის სტრატეგია მოამზადა, აქცენტი კორუფციაზე კეთდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის დახმარების კონფიდენციალური სტრატეგია მოამზადა, რომელშიც კორუფცია რეალურ საფრთხედ არის დასახელებული. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Politico ავრცელებს. 

1696312377

კულება: ევროკავშირში კონსენსუსი მიღწეულია, უკრაინის გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის არასრული გაწევრიანების შესახებ დისკუსიები არ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ევროკავშირში მიღწეულია კონსენსუსი უკრაინის გაწევრიანებაზე და ეს მხოლოდ დროის საკითხია.

1696310163

ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი გახდა

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ მისი ქალიშვილი აიშატ კადიროვა რესპუბლიკის ვიცე-პრემიერად დანიშნოს. ამის შესახებ კადიროვმა ტელეგრამის არხზე განაცხადა.

1696275619

ბაიდენი: მინდა უკრაინელებს ვუთხრა, შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, დროებითი ბიუჯეტი, რომელიც არ მოიცავს უკრაინის დახმარებას აშშ-ს გრძელვადიან გეგმებზე არ იმოქმედებს. 

1696256339

ბერბოკი: ევროკავშირი ლისაბონიდან ლუგანსკამდე გაფართოვდება

ევროკავშირი მალე გაფართოვდება პორტუგალიური ლისაბონიდან უკრაინულ ლუგანსკამდე, - ამის შესახებ, RBC-Ukraine-ს ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბარბოკმა განაცხადა.

1696253820

ოსლოში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მმართველმა კომპანიამ ჯარიმების ამოღებით 8 თვეში 3,4 მილიონი დოლარი იზარალა

ოსლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მმართველი კომპანია Ruter-ი მილიონობით შემოსავალს იღებს უბილეთო მგზავრობის გამო ჯარიმებიდან, თუმცა კონტროლის განხორციელებაზე ბევრად მეტს ხარჯავს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ავტობუსი, ტრამვაი, მეტრო, საბორნე მიმოსვლა, საგარეუბნო რკინიგზა) კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს, რომ კონტროლი შოკის მომგვრელად დიდი თანხა ჯდება, - წერს ნორვეგიული პრესა.

1696253357

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში იმყოფებიან. 27 სახელმწიფოს საგარეო უწყებების წარმომადგენლები ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, ომში მყოფ არაწევრ ქვეყანაში პირველად შეიკრიბნენ.

1696247700

ალიევი: დღეს შეგვიძლია, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ეპოქაში შევიდეთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ეპოქა დგება. ამის შესახებ ალიევმა 74-ე საერთაშორისო ასტრონომიული კონგრესის გახსნაზე ისაუბრა.

1696245300

2023 წლის ნობელის პრემია მედიცინასა და ფიზიოლოგიაში კატალინ კარიკოსა და დრიუ ვაისმანს მიენიჭათ აღმოჩენებისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა

ნობელის კომიტეტის თანახმად, 2023 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში კატალინ კარიკოსა და დრიუ ვაისმანს მიენიჭათ მათი აღმოჩენებისთვის ნუკლეოზიდური ბაზების მოდიფიკაციის შესახებ, რამაც შესაძლებელი გახადა COVID 19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინების შექმნა.

1696245013

ISW: უკრაინაში, რობოტინოს სამხრეთით ვითარება არასტაბილური, რთული და დინამიკურია

ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის  (ISW) თანახმად, უკრაინაში, რობოტინოსთან ვითარება ტაქტიკურად რთული და დინამიკურია, რადგან მნიშვნელოვანი საველე სიმაგრეები გამუდმებით ხელიდან ხელში გადადის.

1696243020