გასული კვირა ქართული სასამართლო კორპუსისთვის და ქართველი პოლიტიკური სპექტრის ნაწილისთვის რთული იყო. ჯერ იყო და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოთხ ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა, შემდეგ კი, BBC-იმ გამოაქვეყნა გამოძიება ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული, რომელსაც ქართულმა სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ექვივალენტი ლარში სასარგებლოდ გადახდა დააკისრა. 

"აიპრესთან" ინტერვიუში" მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "გირჩის" ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ამერიკიდან მოსამართლეებზე გვითხრეს ის, რაც ყველამ კარგად იცოდა და საუბრობდნენ. ხოლო "ბიბისიზე" გასული დავით კეზერაშვილის სიუჟეტის შემდეგ, ექსთავდაცვის მინისტრის დაფინანსებულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტები უნდა გამოვიდნენ კონფორმიზმიდან და ჰქონდეთ, ეთერში გასულ გამოძიებაზე რეაქცია.

- ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესება რა გავლენას მოახდენს  სასამართლო კორპუსზე, ქართულ პოლიტიკურ სივრცეზე და საქართველოზე?

- ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქნებოდა ეს რომ იყოს იზოლირებული, მაგრამ საქართველოში ისეთი ტექტონიკური ცვლილებები მიმდინარეობს პოლიტიკურ ველზე, რომ ამის იზოლირებულად გამოყოფა გამიჭირდება. ფაქტობრივად "ქართულ ოცნებას" ორი უზარმაზარი პრობლემა აქვს, პირველი - აგენტების შესახებ კანონი, რომელიც მიიღო და გადათქვა და მეორე - ამერიკელების მიერ სანქცირება... გაფორმებული ჩავარდა, რაც მეორე ნაწილში არის, მე მგონი ყველამ იცის რომ საქართველოში სასამართლო არის მთავარი პრობლემა, იმ სიტუაციაში რომელშიც ჩვენ ვართ. მიუხედავად იმისა რომ ამერიკელები ყველა რეფორმაში მონაწილეობდნენ, გვეხმარებოდნენ, მოსამართლეებს ატრენინგებდნენ და ა.შ. თუ ვინმემ იცის რეალური მდგომარეობა ჩვენი სასამართლო სისტემის, იციან ჩვენმა პარტნიორებმა. რომლების მოგვიწოდებდნენ... ევროპელები შარლ მიშელის შეთანხმების მეორე პუნქტად გვიწერდნენ რომ სასამართლოზე რაღაც უნდა გაგვეკეთებინა.  

იმის გამო, რომ ფაქტობრივად საქართველოს მთავრობამ აირჩია ანტიევროპული, ანტიდასავლური კურსი უკრაინა - რუსეთის ომის ფარგლებში. ჩემი აზრით ეს არის უფრო პოლიტიკური პასუხი, ვიდრე ტექნიკური, თქვენ ყველა დავალება, ტექნიკური შეთანხმება სასამართლოზე ვერ შეასრულეთ. ეს პოლიტიკური მესიჯი უფროა "ქართული ოცნებისთვის", რომელშიც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს არ ქონის ტექნიკურ პრობლემას ქვეყნისთვის. ანუ, საჯაროდ მიგვითითეს იმაზე, რაზედაც ჩვენ, ყველა ინფორმირებული ვიყავით 

- იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს ძალიან დიდი ლეგიტიმაცია....

- არანაირი ლეგიტიმაცია აქ აქვს. პირიქით, მთელი მუღამი იმაში მდგომარეობს რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ეს არის პოლიტიკოსების მიერ შერჩეული ხალხი. პოლიტიკოსების, რომლებსაც თვითონ არ აქვთ ლეგიტიმაცია... მაგალითად, ჩვენი პარლამენტის მდგომარეობა მოგეხსენებათ,  ძალიან მერყევი ლეგიტიმურობით ხასიათდება, ხან ბოიკოტი, ხან რაღაც, ხომ ხვდებით... შესაბამისად იმ ხალხს, პოლიტიკოსებს, რომლებსაც თვითონ არ აქვს ლეგიტიმურობა, არანაირი მორალური უფლება არ აქვთ ეს ლეგიტიმაცია სხვას გადასცენ. ანუ ის ლეგიტიმაცია რაც მათ არ აქვთ, მოსამართლეებს ვერ გადასცემენ. 

ჩვენი (გირჩი.რედ.) პოზიციაა ხალხი ჩავრთოთ, ანუ პოლიტიკოსები გამოვიყვანოთ და ხალხი ჩავრთოთ მსაჯულების დონეზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გავაფართოოთ. ისევე, პირველი ინსტანციის მოსამართლეები ხალხმა აირჩიოს.

გვაქვს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, თუმცა ეს რეფორმა ვერ იქნა საზოგადოებამდე კარგად მიტანილი...

- როგორ იქნება საზოგადოებამდე მიტანილი, როცა ჩვენ გვაქვს ერთეულ საქმეებზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე. ჩვენი მოთხოვნაა, ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ციხეს ითვალისწინებს, ყველას ასეთ საქმეებზე გაფართოებას ვითხოვთ. ის რასაც თქვენ ამბობთ და არ გაკმაყოფილებთ,  ეს არის შეზღუდული ფუნქციით ამ სასამართლოს ქვეყანაში არსებობა. 

მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ჩვენ გვეძლევა საშუალება მართლმსაჯულება რიგითმა ადამიანებმა განახორციელონ ამ ქვეყანაში. 98-99% სისტემაში გადადის რომელიც პოლიტიკოსების მიერ არჩეული.

- "ბიბისი"-ს საგამოძიებო სიუჟეტის გამოქვეყნებამდე, საქართველოში ვინც არის ჩართული პოლიტიკაში , თითქმის ყველამ იცოდა, რომ  ე.წ. ქოლ ცენტრებთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილთან არსებობდა კითხვები, ასევე თავდაცვის მინისტრად მუშაობის პერიოდში, საკმაოდ სოლიდურ თანხებთან დაკავშირებით არსებობდა კითხვები...

რა შედეგის მომტანი იქნება ეს სიუჟეტი ქართული პოლიტიკისთვის?  

- სინამდვილეში ეს არის კარგი ამბავი, რომ ეს მოხდა არა არჩევნების წინ, არამედ არჩევნებამდე წელიწად-ნახევრით ადრე. ეს საშუალებას აძლევს ოპოზიციური ბლოკი დაიშალოს და ახლიდან აეწყოს. ვერ წარმომიდგენია რომ ამ ოთხმა პარტიამ - ნაციონალურმა მოძრაობამ, და "სამეულმა" ("დროა" - "სტრატეგია აღმაშენებელი" - "გორჩი-მეტი თავისუფლება".რედ) ამ რეჟიმში გააგრძელოს ფუნქციონირება. 

ახლიდან უნდა აეწყოს ოპოზიციური სპექტრის ეს ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნიშნავს რომ არანაირი პერსპექტივა მათ პოლიტიკურ მომავალს არ აქვს. მათ საქმიანობას მომავალი არ აქვს. ეს მარტო პოლიტიკოსებს არ ეხება, ეს ეხება მედიას, რომლებსაც კეზერაშვილი აფინანსებს... რომ გეუბნებოდით ტექტონიკური ცვლილებებია პოლიტიკაში მოსალოდნელი, არამარტო პოლიტიკაში, მედიაშიც... რაღაც საბაზრო პრინციპები უნდა შემოვიდეს, მაყურებელს თუ ამომრჩეველს რაც აინტერესებს, ჩემი წარმოდგენით, როგორც პოლიტიკოსების, ასევე მედიის დაფინანსება უნდა დაიწყონ ადამიანებმა რეკლამის ფორმით. როგორ წესია საბაზრო წესრიგში მომუშავე მედიისთვის. ჩვენ ეს ძალიან დიდი ხანია დავკარგეთ, ამიტომაც არის ადამიანები ჟურნალისტების მიმართ აგრესიულები არიან. როცა ხედავენ ღიზიანდებიან. ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა მედიისთვის. ამის გამომწვევი მიზეზი არის ის რომ, როგორ მოსამართლეებზე ვლაპარაკობთ, კლიენტები ამ ჟურნალისტების და მედიის არის არა მომხმარებელი, არამედ მეპატრონეები, ასე ვთქვათ პოლიტიკური ინტერესები. 

ასე მგონია, ეს ამბავი თუ მორალურად ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა და კეზერაშვილი ჩამოსცილდა ნაციონალურ მოძრაობას, ქართულ პოლიტიკას და ის ფული შეწყდა, რომელიც იყო ნემსი, აი ნარკოტიკზე რომ შესვამს ფაქტობრივად და უმოქმედოდ აქცევ ადამიანს, აი ამ ნემსიდან უნდა ჩამოვიდეს ოპოზიცია და სხვა გზების ძიება დაიწყოს. მით უმეტეს "ქართული ოცნება" ყველანაირი დაფინანსების გზებს ჭრის ხოლმე, ჩვენ შემთხვევა "ბიბლიურ თავისუფლებას" ებრძვის და რაღაც სიგიჟეს ჩადის.

ჩვენ, როგორც პარტია დამოკიდებული ვართ ჩვენს დამფინანსებლებზე, თუ ვინმე ფულს გვაძლევს ამას ვაკეთებთ საჯაროდ. ანალოგიური უნდა გააკეთოს "ქართულმა ოპოზიციურმა" სპექტრმა. თუ მას უნდა ნდობა ამორჩევლის ნდობა დაიბრუნოს და პერსპექტივა ჰქონდეს არჩევნებში წარმატების. 

- არამხოლოდ პარტიებმა, არამედ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამაც განაცხადა, რომ მათ აფინანსებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი... 

და თუ არ გავიდა ქართული პოლიტიკური სივრციდან?

- ქართული პოლიტიკური სივრციდან უნდა გავიდეს კეზერაშვილი. მაშინ ის ხალხი, რომლებიც კეზერაშვილის დაფინანსებით სარგებლობს, ვერ დარჩება პოლიტიკაში, ძალიან სასაცილო იქნება ეს ყველაფერი. სადღაც წავიკითხე, ევროპელი პენსიონერების მოპარული ფულით დავაფინანსოთ ტელევიზიები, რომლებიც დაიწყებს ევროკავშირში შესვლის პროპაგანდას. ძალიან სასაცილოა, სიგიჟეა, წარმოუდგენელია

- როგორ მიმართავთ მედიას?

- არ შეიძლება ასე გაფუჭება, ასეთი კონფორმიზმი, განსაკუთრებით ჟურნალისტებისთვის წარმოუდგენელი რეპუტაციული ზიანი მგონია, რა ვიცი, თუ ოდნავ რამე შერჩენიათ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ასეთ მედიაში მუშაობენ, ჩემი წარმოდგენით თუ მათ უნდათ მომავალში მაინც პერსპექტივა ჰქონდეთ ჟურნალისტებს ამაზე რეაქცია  უნდა ჰქონდეთ. 

როგორც ვაკვირდებით ჯერჯერობით არავის ჰქონია რეაქცია და ეს მათ სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს. მე ვთვლი "ფორმულა" არ არის ისეთი მედია, რომელიც რეიტინგით იყოს პოლიტიკურ ველზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ისეთი ჟურნალისტები ჰყავს დაქირავებული ძველი პლეადიდან, რომლებსაც რაღაც პროფესიონალიზმზე მაინც ჰქონდათ პრეტენზია. მგონია რომ ამ ხალხმა საკუთარ რეპუტაციაზე ინდივიდუალურად მაინც იფიქროს. თორემ, დამთავრდება კეზერაშვილის ამბავი ან ასე ან ისე და მათ მოუწევთ საკუთარი შრომით ლუკმაპურის შოვნა ამ ქვეყანაში. 

- "ნაციონალური მოძრაობას" რა დამოკიდებულება აქვს სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ?

- როგორ დამოკიდებულება აქვს სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ, ჩვენი შეფასებით "ნაციონალური მოძრაობის" მმართველი ზედა რგოლი ფაქტობრივად "ქართულ ოცნებასთან ერთად უნისონში ფუნქციონირებს. მათ შორის კეზერაშვილის ამბავი... შეუძლებელია კეზერაშვილი არ ყოფილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი, გამომდინარე მისი ბიზნესს საქმიანობიდან საქართველოში. აქედან გამომდინარე, ვინაიდან კეზერაშვილი არის დღევანდელი ნაციონალური მოძრაობის და სხვა ოპოზიციური პარტიების მთავარი დამფინანსებელი და ზეგავლენის მომხდენი, გასაგებია, რომ კეზერაშვილი და ქართული ოცნება, რაღაც ვადებით ამ ოპოზიციური პარტიების მთავარ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედებს. 

აი თქვენ რასაც მეკითხებით, როგორი დამოკიდებულება აქვთო, ჩვენი პარტიის მიმართ, მაგალითად, რაც ვარსებობთ 8 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის მედიაში ყოველთვის დაბლოკილები ვიყავით, ხოლო თვითონ ურთიერთობის დონეზე მათ სიტყვას არასდროს ჰქონია ღირებულება და ფასი. ჩვენთან ისინი არ ურთიერთობენ, მაგრამ მე რასაც დავაკვირდი, არც არავისთან სხვასთან არ ურთიერთობენ, აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ "ქართული ოცნების" ყველაზე კომფორტული ოპონენტია, როგორც დღევანდელ მდგომარეობით, როგორც ორგანიზაციულად შიგნით, თავისი დისკრედიტებული წარსულით და დისკრედიტებული დამფინანსებლით.

ავტორი ირმა მესხია