“მე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რომ შემომთავაზეს სიაში შესვლა, უარი ვთქვი.  ჩვენ "ძალა ერთობაშიას" დროს ვიდექით ერთად.  2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაფერი გადავდე, როდესაც ვნახე დასავლური ვექტორის პარტია სუსტდებოდა... არაფრით არ მაწყობს მე არც ახლა, არც 2018 წელს მაწყობდა. ვიღაცას მოსწონდა თუ არ მოსწონს, მაინც "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ყველაზე დიდი ხმა დასავლური ვექტორის პარტიებში. აქ ოპოზიციას ვგულისხმობ. - ამის შესახებ „კანონი და სამართალი“-ს ლიდერმა, მე-10  მოწვევის პარლამენტის წევრმა თაკო ჩარკვიანმა „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა. 

"ჩავთვალე, როდესაც რუსეთ-საქართველოსთან ომია, არაფრით არ მაწყობს ამ პარტიის (ნაციონალური მოძრაობა.რედ) დასუსტება. და ძალიან მაგრად დავუდექით გვერდში, შუა ხმების წამოღება... ჩვენ წარვადგინეთ, მე და პაატა ბურჭულაძემ ( არც პაატა იყო ნაციონალურ მოძრაობა და არც თამარ ჩარკვიანი) გრიგოლ ვაშაძე და მილიონამდე, აი 900 000 ხმა დაიდო იმ "ძალა ერთობით". თავზე ჩამოგვალეწა ნიკანორ მელიამ ეს "ძალა ერთობა", ეს გააკეთა გიგა ბოკერიას ხელდასხმით.

რა იყო მიზანი, ან გიგა ბოკერიას რაში აძლევდა ხელს?

"ძალა ერთობაში" გიგა ბოკერია არავინ არ იყო. და მაშინ "ევროპულ საქართველოს" ოპონენტი ჰყავდა "ძალა ერთობაშია"-ს საპირწონე. მე არც იმ კანდიდატის საწინააღმდეგო მაქვს, მე გეუბნებით, არ გაიმარჯვა "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა და გაიმარჯვა, ანუ მეორე ტური დადო გრიგოლ ვაშაძემ. გიგას ყოველთვის ჰქონდა პირველობის პრეტენზია და არც დაუმალავს.

მარტო გიგა ბოკერია იყო? გიგი უგულავა, დათო ბაქრაძე .....

ზოგადად დათო და გიგი, რომელიც აღარ არის ბოკერიასთან, არ აჰყვნენ. დღეს არც ბაქრაძეა. დათო ძალიან კარგი ადამიანია, რომელთანაც კარგი ურთიერთობა შეგიძლია გქონდეს, შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს, მაგრამ, რაღაცნაირად ტოქსიკური ადამიანი არ არის.

გიგა ბოკერია აბსოლუტურად ტოქსიკური ადამიანია პოლიტიკაში და მან ზუსტად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის ფონზე ჩრდილია.

ამბობენ, გიგა ბოკერია ძალიან ძლიერი იდეოლოგია, და რომ ქართულ პოლიტიკაში, უფრო სწორად, ამ ახალ პოლიტიკურ სივრცეს იდეოლოგი არ ჰყავს, როგორიც გიგა ბოკერიაა...

ახლა მე თქვენ გეტყვით ერთ რაღაცას, თქვენ ძალიან სწორი და საინტერესო მიმართულების კითხვა დასვით. როგორ ხდება, რომ ყოველთვის იდეოლოგი უნდა იყოს, მაგრამ, პასუხისმგებლობას არცერთი ხელისუფლება არ სთხოვს? ზის საქართველოს ინსტიტუციების აღმშენებელი მიხეილ სააკაშვილი  და თუ იდეოლოგი იყო, და ციხის ბუნტის დროს ჩართული იყო, ელენე თევდორაძის ჩვენების დევს, რატომ არავინ კითხვა არ  დაუსვა  არასდროს, იმ გიგა ბოკერიას იმ ციხის ბუნტის დროს? რატომ მოსთხოვეს პასუხი არა იდეოლოგს, ვანო მერაბიშვილს და თურმე არა იდეოლოგს, მიხეილ სააკაშვილს?  წლების განმავლობაში კითხვა არ დაუსვამთ მისთვის.

ანუ, თქვენ ფიქრობთ რომ გარიგება ხდება მმართველ გუნდსა და გიგა ბოკერიას შორის?

იცით რა, მკითხველმა გამოიტანოს დასკვნა. ხომ არ შეიძლება ყველაფერზე მე მივუთითო. ხალხი ძალიან გონიერია და იმიტომაც გაანულეს. ნახეთ მისი რეიტინგი სად არის. არც იდეოლოგად აღიქვეს, არც დიდ პოლიტიკოსად და დღეს რა მდგომარეობაშია "ევროპული საქართველო" მის გამო. თორემ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი იყო მის გვერდით, ვიმეორებ, ძალიან ტოქსიკური ტიპი იყო.

გიგას ჰქონდა ძალიან დიდი გავლენა თავის დროზე ნიკანორ მელიაზე. სხვათა შორის ეს ადგილობრივ არჩევნებში გამოჩნდა.  შემდეგ, ამათმა გადაწყვიტეს, ეს მიშა ციხეშია, თვითონ არიან, მშვენივრად  და დაიწყეს რაღაცების დალაგება. ვერა!" - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

პ.ს.საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატთან ინტერვიუს სრულს ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ავტორი ირმა მესხია.