ინტერვიუ

საქართველოს მოსახლეობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება სამუშაოები 2023 წელსაც, ამჟამად მიმდინარე და დაპროცესებულია 110-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, ქვეყნის 165-ზე მეტ ლოკაციაზე. 2023 წელს პროექტების დასრულების შედეგად 200 - ათასამდე ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უწყვეტი წყალმომარაგებით. კომპანიის 2023 წლის ბიუჯეტი შეადგენს 500 მლნ. (დამატებით სუბსიდია სესხის მომსახურების უზრუნველსაყოფად - 20 მლნ.) ლარს, საიდანაც 250 მლნ. ლარი ფინანსდება დონორი ორგანიზაციებიდან, ხოლო 250 მლნ. ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების შესახებ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მოადგილე აკაკი მშვიდობაძე გვესაუბრა.
1685690757

მე-10 მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვინია "აიპრესთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას აგრესია მის მიმართ მას შემდეგ დაიწყო, რაც მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად პარლამენტთან აქცია დააანონსა.
1684823855

“მე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რომ შემომთავაზეს სიაში შესვლა, უარი ვთქვი. ჩვენ "ძალა ერთობაშიას" დროს ვიდექით ერთად. 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაფერი გადავდე, როდესაც ვნახე დასავლური ვექტორის პარტია სუსტდებოდა... არაფრით არ მაწყობს მე არც ახლა, არც 2018 წელს მაწყობდა. ვიღაცას მოსწონდა თუ არ მოსწონს, მაინც "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ყველაზე დიდი ხმა დასავლური ვექტორის პარტიებში. აქ ოპოზიციას ვგულისხმობ. - ამის შესახებ „კანონი და სამართალი“-ს ლიდერმა, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრმა თაკო ჩარკვიანმა „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
1684611016

ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე "აიპრესი" "ევროპული საქართველოს" წევრს, აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:
1684145072

30 აპრილს თბილისში, მოძრაობა "აი ია" აქციას მართავს. "აიპრესთან" ინტერვიუში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პარლამენტის ყოფილი წევრი "ქართული ოცნებიდან" ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველო დამოუკიდებელი - სუვერენული ქვეყანაა და თითის ქნევით არავის მისცემენ უფლებას ელაპარაკონ ქართველ ხალს.
1682659774

გასული კვირა ქართული სასამართლო კორპუსისთვის და ქართველი პოლიტიკური სპექტრის ნაწილისთვის რთული იყო. ჯერ იყო და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოთხ ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა, შემდეგ კი, BBC-იმ გამოაქვეყნა გამოძიება ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული, რომელსაც ქართულმა სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ექვივალენტი ლარში სასარგებლოდ გადახდა დააკისრა.
1681758019

ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ ამერიკის ხმასთან, 1991 წელი უნდა იყოს. ამ დროს სსრკ ჯერ კიდევ არსებობდა ფორმალურად. ინტერვიუს რომელსაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია აქვეყნებს, "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ:
1680932158

ლევან მურუსიძე (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ), მიხეილ ჩინძალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ) ირაკლი შენგელია (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე) და ვალერი ცერცვაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე 2007-2017 ) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
1680790304

ლიტერატურული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პოეტი, ჟურნალისტთა კავშირის ერთერთი ხელმძღვანელი მარინა თექთუმანიძე ყოველდღიურ ხმაურში აპლოდისმენტებით ჩავლილი მეხუთე წიგნის პრეზენტაცია, რის გამოც, წიგნისა და პოეზიის მოყვარული ადამიანების არცთუ პატარა სეგმენტმა მოიყარა თავი.... ეს არის მოკლე რეზიუმე, რომლის უკან შემოქმედი ადამიანის ვრცელი და საინტერესო ცხოვრება დგას.
1680460617

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "გირჩი" -ს ერთ-ერთი ლიდერი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს.
1675184985

ნიკა ჩარგეიშვილი: ხელოვანი, მოქანდაკე, იუველირი, რესტავრატორი - შემოქმედებითი საქმიანობა 27 წლის ასაკიდან დაიწყო. უახლოეს მომავალში, პირადი პერსონალური გამოფენის მოსაწყობად ემზადება. რა გზა გაიარა მანამდე, როგორ შეიყვარა ქვა, როგორ იქცა ინტერაქტიული ქანდაკება "სუპერმიწიერის" თანაავტორად, რომელთანაც დაინტერესებულ ადამიანს ფილოსოფიური საუბრების გამართვა შეუძლია... რა გზა გაიარა რომ ასევე ქცეულიყო მაღალკვალიფიციურ რესტავრატორად და რა კავშირშია ეს ყველაფერი მის მთავარ პროფესიებთან, "აიპრესს" თავად ნიკა ჩარგეიშვილი უამბობს:
1673627160

"ჩვენი დათო ექიმი" - ასე ვეძახით ყველა ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ყველაზე დიდ მეგობარს, გულშემატკივარს და "გაჭირვების ტალკვესს" დათო ნანობაშვილს. გვიყვარს, გვეიმედება და ამავდროულად, ხშირად გვავიწყდება, რომ ისიც ადამიანია, ამიტომ ჩვენს ზარებს და დროს ლიმიტი არ აქვს... ჯერჯერობით, გვიძლებს... ერთი სიტყვით, ფართო პროფილის ექიმი ვეტერინარი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, თერაპევტი, ქირურგი, დერმატოლოგი, რადიოლოგი დავით ნანობაშვილი "აიპრესის" რუბრიკის "ამბები ადამიანებზე" სტუმარია...
1673334379

„მარად თანამედროვე“ - ამ სახელწოდებითაა ატვირთული პეტრე ოცხელის ნახატები Google arts and culture -ის სივრცეში და როდესაც უცხოელი ტურისტი ან კოლეგა მეკითხება, რა გვაქვს თბილისში გამორჩეულად საინტერესო სანახავი, სწორედ ასე ვპასუხობ - აკრიფეთ გუგლში საძიებელი სიტყვა „მარად თანამედროვე“...
1672468619

ონისე ჩვენი მეგობარი და კოლეგაა, უფრო სწორად, მთელი სოციალური ქსელის მეგობარია, მაგრამ მისი ყველაზე დიდი მეგობრები ჩვენი „ოთხფეხა მეგობრები“ არიან, რომლებზე ზრუნვა მისი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია...
1668667683

ის, რაც ისედაც ნათელი იყო და ამას ქუჩაში თუ საახლობლოში ყველგან გაიგებდით, NDI-მ კიდევ ერთხელ გააშიშვლა. საზოგადოებაში სრული ნიჰილიზმი სუფევს, ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას არ უნდა ხელისუფლება, მაგრამ უნდობლობა აქვს ოპოზიციის მიმართაც. ეს კი დღესდღეობით ის მექანიზმია, რითაც იხანგრძლივებს ქართული ოცნება ხელისუფლებას.
1663614549

აქცია - „შინ ევროპისკენ“ შედგა, მოძრაობამ ათი ათასობით ხალხი სამჯერ შეკრიბა რუსთაველის გამზირზე, მაგრამ მკაფიო გეგმა შეკრებილმა მომიტინგეებმა ვერცერთხელ მოისმინეს. 3 ივლისის აქციაზე მოქალაქეებმა უკვე ღიად გამოხატეს პროტესტი და შეცდომები თავად ორგანიზატორებმაც აღიარეს, თუმცა შედეგი ჯერ კიდევ შორსაა.
1657040810

20 ივნისის აქცია შედგა, სადაც დაზუსტებით ვერავინ იტყვის რამდენი ადამიანი გამოვიდა, მაგრამ ფაქტია, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გადაჭედილი იყო. ყველა იქ მყოფ ადამიანს აერთიანებდათ იდეა და ეს არის საქართველოს ევროპული გზა, აქციის სახელწოდებაც ხომ ეს იყო - „შინ ევროპისკენ“. მართალია აქციაზე მყოფ პოლიტიკოსებს ტრიბუნა არ დაეთმოთ და ბევრი ალბათ ნაწყენიც დარჩა, მაგრამ მთავარი სათქმელი იყო, რომ ქართული საზოგადოება საგარეო ორიენტირის შეცვლას არ დაუშვებს.
1655831630

17 ივნისი მძიმე დღე გამოდგა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით. ჩვენმა ქვეყანამ ისტორიული შანსი ხელიდან თითქმის გაუშვა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ყოველ შემთხვევაში ასეთია ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ საქართველო ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივის აღიარება დაიმსახურა, მაგრამ არა კანდიდატობა. საქართველო სამეულიდან მოკვეთეს და ჩვენგან განსხვავებით კანდიდატის სტატუსის რეკომენდაცია გასცეს უკრაინასა და მოლდოვაზე. საბოლოო გადაწყვეტილება კი 24 ივნისს იქნება მიღებული ევროკავშირის წევრი 27-ივე ქვეყნის ლიდერის მიერ.
1655494000

ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა და ის, საით მიდის ქვეყანა. მმართველმა გუნდმა ნაცვლად იმისა ეთქვა, რომ ევროპელი მეგობრების შენიშვნებს გაითვალისწინებდა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების წინ, ისიც კი გვითხრა, რომ შესაძლოა საერთოდ უარი თქვან ამ სტატუსზე.
1654888399

საქართველო ევროპული მომავლის უმნიშვნელოვანეს ეტაპზეა. ივნისში ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს ეკუთვნის თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას. ამ ფონზე საქართველოსთან მიმართებით ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, რაც საქართველოში სულ უფრო და უფრო აშფოთებთ.
1654017177

თბილისის საქალაქო სასამართლომ მრავალთვიანი განხილვის შემდეგ „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნიკა გვარამიას 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმაც დაეკისრა. გადაწყვეტილებამ საზოგადოების ერთ ნაწილში უსამართლობის განცდა გააჩინა. ამას გარდა ბევრი კითხვები ჩნდება იმაზეც, რატომ გამოიტანა სასამართლომ განაჩენი მაინცდამაინც ახლა, როცა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია ევროკავშირთან დაახლოების გზაზე – კერძოდ მიიღებს თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს.
1652728316

გგონია, რომ იმ სახლში შენ ცხოვრობ, იმ ეზოში შენ სეირნობ, შენს ეზოში მოთოვა და შენი კარალიოკები დარჩა ზამთარში დაუკრეფავი. ის ჭიშკარიც შენია, გააღებ და შეხვალ... იასამნებმაც შენ ბაღში იხარა ამ გაზაფხულზე...
1651832989

საქართველო-უკრაინის ხელისუფლებების ურთიერთობები რბილად რომ ვთქვათ ისევ არასასურველია. ზელენსკისა და არახამიას შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას პოდოლიაკიც მწვავედ აკრიტიკებს. პასუხს არც „ქართულ ოცნებაში“ ერიდებიან და „ნაცების“ კვალს ისევ ხედავენ.
1651778341

დღეს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება და ეს შეთავაზება პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო. ეს ინფორმაცია საკმაოდ რეზონანსული გახდა. შეფასებები მმართველ პარტიაშიც გაკეთდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისიც კი თქვა, რომ „უხდებიან ერთმანეთს“.
1650993728

"800 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს სახელმწიფო მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით, კიდევ ცალკე პროგრამები გვაქვს ძალიან ბევრი მიმართულებით. ქრონიკული დაავადების, დიალიზის, ტუპერკულიოზის... ჯამში მილიარდ 300 მილიონზე მეტი იხარჯება ყველაფერზე ერთად და ის ეფექტი და კმაყოფილება, რაც უნდა იყოს მოსახლეობაში, სამწუხაროდ, არ არის." - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი "აიპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
1650438120