თურქული ლირა გაუფასურებას განაგრძობს და ახალ ისტორიულ რეკორდს ამყარებს.

დღეს თურქული ლირა 5%-ზე მეტით გაუფასურდა. ამ დროისთვის 1 ამერიკული დოლარი 23.17 თურქულ ლირას უტოლდება, გუშინ დღის ბოლოს კი 1 ამერიკული დოლარი 21.93 თურქული ლირა ღირდა.

საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეებიდან არჩევნების დასრულების პერიოდის ბოლომდე 1 დოლარი 19,5-იდან 20-მდე თურქულ ლირა ღირდა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თურქული ლირა 15%-ზე მეტით გაუფასურდა.