თბილისში ხვალ პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.Point გაიმართება. პროექტი დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, პროგრამის - „თბილისი იუნესკო-ს მედია ხელოვნების ქალაქი“ ფარგლებში ხორციელდება.

ფესტივალი, ჯამში, 22 საერთაშორისო და ქართველ სპიკერს დაუთმობს სცენას: TIKTOK, NIKE, META, SMARTLY და სხვა. ქინოუეთების და პანელური დისკუსიების პარალელურად, ორი საინტერესო ვორქშოფი გაიმართება Google-ის რეკლამის არქიტეტორისგან.

ვორქშოფებზე აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ივენთის ვებგვერდს: https://touchpoint.ge/workshops.

Touch.Point-მა უკვე გააზიარა ღონისძიების რუკა - მთავარი სცენა, ნეთვორქინგის ზონა, პარტნიორების ზონები, ქო-ვორქინგის ზონა, ვორქშოფების ზონა - ეს არის ფესტივალის მთავარი სივრცეები, რომლებიც „არტარეაშია“ განთავსებული.

საგანმანათლებლო პროგრამის გარდა, ორგანიზატორები მარკეტერებს საინტერესო კონკურსსაც სთავაზობენ - AI Creathon, ყველაზე ცნობისმოყვარე მარკეტერებს საშუალებას მისცემს, ადგილზე, მარტივი ბრიფების დამუშავებით, თავად გამოსცადონ AI-ის შესაძლებლობები.