საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა, რომელმაც მინისტრს ოფიციალურად წარუდგინა ბანკის ახალი რეგიონული დირექტორი  როლანდ პრაისი. იგი საქმიანობას მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან შეუდგება. 

შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი.

 ფინანსთა მინისტრმა როლანდ პრაისს მიულოცა ახალ პოზიციაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

 ასევე, ლაშა ხუციშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სებასტიან მოლინეუსს საქართველოს მხარდაჭერისა და მისი ხელმძღვანელობით  მსოფლიო ბანკის რეგიონული ოფისის მიერ გაწეული სამუშაოსთვის.

 შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.