ბიზნესი

თბილისში ხვალ პირველი საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.Point გაიმართება. პროექტი დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, პროგრამის - „თბილისი იუნესკო-ს მედია ხელოვნების ქალაქი“ ფარგლებში ხორციელდება.
1686233419

ყველამ იასპარეზოს იმ საარჩევნო სტრატეგიით, რომელიც მას მართებულად მიაჩნია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ „ლელოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
1686224019

„კარფური“, ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, მუდმივად ზრუნავს სურსათის უვნებლობაზე, იმისათვის რომ მომხმარებლებს ყოველდღიურად მიაწოდოს საუკეთესო ხარისხის ჯანსაღი პროდუქტები.
1686221411

წარმატებულად ჩატარებული „ბაკურიანი 2023“ ჩემპიონატის შემდეგ, რომლის წარმდგენიც კომპანია სილქნეტი იყო, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან საქართველოსადმი მეტი ინტერესი და მხარდაჭერის სურვილი გაჩნდა. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანში – მოგულისა და სქი კროსის, ხოლო გუდაურში სნოუბორდ ქროსის დისციპლინებში ჩატარდება. FIS-ის კალენდარში, საქართველოს კურორტებმა შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ნორვეგიის, აშშ-ს, კანადის გვერდით დაიკავეს ადგილები.
1686213688

თიბისიმ „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022"-ის ჯილდო მიიღო კატეგორიაში „გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე“. აღნიშნული ჯილდო თიბისის პროექტისთვის „2021 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში“ გადაეცა.
1686213355

1 ოქტომბერს ქართველ მსმენელს დაუვიწყარი გამოცდილება ელოდება - ბრუნო მარსი „Starring Georgia-ს“ ფარგლებში თბილისში კონცერტს გამართავს. მსოფლიო ვარსკვლავი მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარდგება. ბრუნო მარსის კონცერტის მთავარი პარტნიორები არიან თიბისი და VISA.
1686212422

თიბისისა და Visa-ს პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მსხვილი ბიზნეს კლიენტებისთვის, Visa Signature Business ბარათი შეიქმნა. ასეთი მაღალი კლასის ბიზნეს ბარათის კორპორაციული კლიენტებისთვის გამოშვება, პირველი პრეცედენტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში.
1686212332

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის მოქმედი რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი და მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
1686212231

დღეს ზუგდიდმა სულუგუნის ფესტივალს უმასპინძლა. USDA-SQIL პროექტის ფარგლებში, ფესტივალი დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
1686155816

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა, რომელმაც მინისტრს ოფიციალურად წარუდგინა ბანკის ახალი რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი. იგი საქმიანობას მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან შეუდგება.
1686154696

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრანგული ენერგოკომპანიის - EDF-ის ვიცე-პრეზიდენტს, საერთაშორისო დირექტორს ბეატრის ბუფონს შეხვდა.
1686149989

თურქული ლირა გაუფასურებას განაგრძობს და ახალ ისტორიულ რეკორდს ამყარებს.
1686139715

სილქფესტი 8 ივნისს შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს სააქციო ფასად გაიაქტიურონ:
1686135340

საქართველოს ბანკი Mastercard-თან ერთად ახალ კამპანიას იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს bogpay.ge-ზე ავტორიზაციისა და Mastercard-ით განხორციელებული გადახდების შემთხვევაში ექნება შესაძლებლობა, მიიღოს თრეველბოქსის სასაჩუქრე ყუთი.
1686133164

თიბისი კონცეპტი, თიბისის პერსონალურ საბანკო მომსახურებაა, რომლის მიზანია ინდივიდუალურად, უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას დახვეწილი, მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც მათ სურვილებთან, საჭიროებებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში.
1686129753

მსოფლიოს წამყვანი კონფერენციის API Days 2023 წლის სერია ჰელსინკში 5-6 ივნისს ჩატარდა. თიბისის Open API-ს გუნდმა ღონისძიებაზე თიბისის ციფრული გამოცდილება ისეთ საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებს გაუზიარეს, როგორებიცაა : Google, Postman, AWS და სხვა.
1686128241

„პირველად საქართველოს ისტორიაში და პირველად რეგიონში საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც გახდა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წლიური კალენდრის ნაწილი და ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდრა საამაყო ადგილი ისეთი წარმატებული და განვითარებული სათხილამურო კურორტების გევრდით, რომლებიც არის საფრანგეთში, შვეიცარიაში, ამერიკაში თუ კანადაში“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა სასტუმრო „რედისონში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მედიის წარმომადგენლებს გააცნეს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილება, რომ გუდაური და ბაკურიანი, საერთაშორისო დონის, მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.
1686128081

სილქნეტის SIM ბარათების პირველი სტენდი სმარტის ქსელში განთავსდა. დღეიდან უკვე შესაძლებელია სილქნეტის ახალი ნომრის შეძენა სპეციალური პირობით.
1686124235

საქართველოს ბანკი, ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, ბიზნესების მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით პროექტების განხორციელებას აგრძელებს. პარტნიორობის ფარგლებში EU4Business EBRD-ის საკრედიტო ხაზზე Cashback-ის პროგრამა წარმატებით ხორციელდება.
1686123780

8 ივნისს, 18:00 საათზე სტარტს აიღებს ZEG Tbilisi Storytelling Festival-ი - რეგიონში პირველი, ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც Impact Hub Tbilisi-მა და Coda Story-მ 2019 წელს დააარსეს.
1686120129

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო - ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრმა ბეგენჩ გოჩმოლაევმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის რიგით მეოთხე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ოქმს, რომელშიც მხარეებმა პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხები განსაზღვრეს. ეს ეხება ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის და სხვა პრიორიტეტულ სფეროებს.
1686119309

Wordlwide Developers Conference (WWD)-ზე, თავის ერთ-ერთ უდიდეს კონფერენციაზე Apple-მა AR/VR ჰედსეტი ოფიციალურად წარადგინა.
1686050100

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით საქართველოში უძრავი ქონების მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია ,,გრემო’’ 2023 გაიმართა. უკვე მესამე წელია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტი“ სექტორის განვითარებაზე ზრუნვას და სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებისთვის საინტერესო შეხვედრებს აორგანიზებს.
1686048696

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს, ფილიპ როუზს (Philip Rose) შეხვდა.
1686048595

2024 წელს ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის (EBRA) ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს.
1686048293