კვიპროსის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა

კვიპროსის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა

კვიპროსში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ქვეყნის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ნიკოს ანასტასიადისმა გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა DW ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, 71 წლის კონსერვატორმა ნიკოს ანასტასიადისმა ხმების 55.99% მიიღო. მის ოპონენტს სტავროსი მალასს კი ამომრჩეველთა 44% -მა დაუჭირა მხარი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მალასმა უკვე აღიარა არჩევნებში დამარცხება და სატელეფონო საუბრისას ნიკოს ანასტასიადისს გამარჯვება მიულოცა.

შეგახსენებთ, 4 თებერვალს კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, პირველ ტურში ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა ხმების 35.51% მოიპოვა. მეორე ტურში მისი მეტოქე სტავროს მალასი იყო, რომელმაც პირველ ტურში ხმების 30.24% მიიღო.

მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველის ბინაში ქართველი გულშემატკივრის გვამი იპოვეს

მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველის ბინაში ქართველი გულშემატკივრის გვამი იპოვეს

4 საათის წინ

რუსული მედიის ცნობით, მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ნარკოტიკის დიდი დოზით მიღებაა.ბინაში კიდევ ერთი ქართველი იმყოფებოდა, რომელმაც მისი გარდაცვალებისთანავე დატოვა ბინა. თავად კვირკველია კვიპროსში შეკრებაზე იმყოფება.

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212