ილია მეორე: ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს უფალმა

ილია მეორე: ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს უფალმა

სიონის საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უძღებ შვილზე იქადაგა.

"...ამ დროს სინანული გაუჩნდა მას და თქვა თავის გულში, წავალ და ვეტვყი ჩემს მამას, მე არ ვარ ღირსი მეწოდოს შენი შვილი. მიმიღე მე როგორც ერთი გუშაგთაგანი, როგორც ერთი მსახური შენი, და როცა უახლოვდებოდა თავის ხალს დაინახა მამა და მამამ დაინახა თავისი შვილი, მამა გაეგება სირბილით თავის შვილს, და მოეხვია მას. ყველა ის წყენა, მწუხარება დაივიწყა, რა რაც მიაყენა მას შვილმა. მიიღო როგორც ძვირფასი შვილი. მიაცემინა ტანსაცმელი, ეს იგავი წინასწარმეტყველებაც არის, იმის შესახებ, რომ კაცობრიობა განუდგება უფალს, მაგრამ ისე გაუჭირდება, რომ დაბრუნდება უკან, როგორც უძღები შვილი. მამა ზეციერი არასდროს არ ტოვებს კაცობრიობას. მამა ზეციერი ფიქრობს და ზრუნავს...

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ხშირად მწუხარება თრგუნავს ადამიანს. მაგრამ ადამიანმა არ უნდა დაკარგოს იმედი, ადამიანმა უნდა მუდამ იქონიოს იმედი ღვთისა. მაცხოვარი ამბობს, მე გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა ადამიანმა იპოვოს თავისი გზა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი გზა არის ის გზა, რომელსაც მიჰყავს ადამიანი ღმერთისკენ, და ეკლესია არის კარიბჭე სასუფეველისა, ღმერთმა ძალა მოგვცეს და მადლი მოგვცეს, რომ ვპოვოთ ეს ჭეშმარიტი გზა. დალოცვილი იყავით.

მოგვიახლოვდა დიდი მარხვა და ამით გვიახლოვდება დიდი მარხვის შემდეგ აღდგომის ზეიმი. ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს უფალმა. არ უნდა დავკარგოთ იმედი", - ბრძანა ილია მეორემ. 

ძლიერი წვიმის გამო, დუშეთის რაიონში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები

ძლიერი წვიმის გამო, დუშეთის რაიონში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები

6 საათის წინ

"დუშეთის რაიონში, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. სულ შემოსულია 22 შეტყობინება. ამ წუთებში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები, დაშავებულები არ არიან. ამ დროისთვის წვიმს საქართველოს...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212