ლევან დავითაშვილი: დიზელის ტოტალურ აკრძალვაზე არავინ საუბრობს

ლევან დავითაშვილი: დიზელის ტოტალურ აკრძალვაზე არავინ საუბრობს

„რა თქმა უნდა, დიზელის ტოტალურ აკრძალვაზე არავინ საუბრობს“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველოში არაკონდიცირებული საწვავის შემოტანა უნდა აიკრძალოს. 

ხაზარაძემ ეს მოთხოვნა ბიზნეს-ასოციაციის წევრებისა და პრემიერმინისტრის შეხვედრაზე წამოაყენა.

მისი თქმით, დიზელთან დაკავშირებით ხარისხის სტანდარტი უკვე არსებობს, თუმცა საუბარია ამ სტანდარტის კიდევ უფრო გამკაცრებაზე. ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ბიზნესასოციაციის წევრებისა და პრემიერის შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოში ჰაერის ძირითადი დაბინძურების წყარო საწვავია, რასაც მინისტრი ეთანხმება.

„საქართველოში მძიმე მრეწველობა არც ისეთი მასშტაბით არის წარმოდგენილი. საქართველოში თუ დაბინძურების წყაროებს გავაანალიზებთ, ეს არის ძირითადად ტრანსპორტიდან, საწვავიდან მომავალი, თუმცა სიტუაცია ნორმალურია.

იცით, რომ მონიტორინგის კუთხით ინფრასტრუქტურა იქმნება, დღეს უკვე ჩვენს ინფორმაციას შეგვიძლია დავეყრდნოთ, რადგან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სადგურები გაკეთდა, მათ შორის თბილისში, ამავე დროს ძალიან მოკლე ხანში დიღომში ლაბორატორია გაიხსნება, სადაც ყველა ეს ინფორმაცია თავს იყრის.
ჩვენ ანალიზს გავაკეთებთ და გვინდა, რომ საზოგადოებას რეგულარული ინფორმაცია მივაწოდოთ ხოლმე, თუ როგორია ჰაერის სისუფთავე საქართველოში, თუ დაბინძურების დონე.

მინდა გითხრათ, ძირითადად არის ნორმალური, მისაღები ფონი, კარგი ფონიც. ადრე იყო კვლევები, რომელიც ამბობდა, რომ თბილისი დაბინძურებული ქალაქია, თუმცა ეს კვლევები ეფუძნებოდა ძველ ინფორმაციას, ძველ კვლევებს, იმ დრომდე, ვიდრე საქართველოში შემოვიდა უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტი ევრო 5, იგივე ბენზინთან დაკავშირებით, თუმცა დიზელთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ არ გვაქვს შემოღებული.

საუბარი იყო, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც სტანდარტი დიზელთან დაკავშირებით და ის სტანდარტი კიდევ უფრო გავამკაცროთ, ამაზე რა თქმა უნდა მუშაობა მიდის, მათ შორის ბიზნესთან და ჩვენ ამ ეტაპსაც გავივლით, ნაბიჯსაც გადავდგავთ. რა თქმა უნდა დიზელის ტოტალურ აკრძალვაზე არავინ საუბრობს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

4 საათის წინ

“შევქმნით სრულ ბაზას პირებისა, ვინც ჩვენთან მოვა და შესაბამისად ადამიანების, ვინც არის სისტემის და ძალადობის მსხვერპლი, შემდეგ ამ სიას წარვუდგენთ დანიშნულ მთავრობას, მივცემთ გონივრულ ვადას, შესაბამისად მოვთხოვთ ამ გონივრულ ვადაში თითოეული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080