ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტები საქართველოში პროგრამის დროულ ამოქმედებას ითხოვენ

ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტები საქართველოში პროგრამის დროულ ამოქმედებას ითხოვენ

სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციამ "ევროპა დონა საქართველო", კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (World Cancer Day) პრესკომფერენცია გამართა. შეხვედრა კამპანია "სამიზნე სიცოცხლისთვის" ფარგლებში მოეწყო და მიზანს ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტების მხარდაჭერა წარმოადგენდა.

არსებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და სწორედ, მასთან დაკავშირებული პრობლემებით შეუერთდნენ პაციენტები და მხარდამჭერები ამ დღეს.

მოწვეულმა პაციენტებმა, ექიმებმა და მხარდამჭერებმა კიდევ ერთხელ შეაჯამეს არსებული პრობლემები ამ მიმართულებით. ასევე,ჯანდაცვის სამინისტროს შეახსენეს მეტასტაზური პაციენტების თარგეთული პრეპარატებით მკურნალობის აუცილებლობა და საქართველოს მასშტაბით პროგრამის დროულ ამოქმედებაზე მიანიშნეს.

"ჩვენ პაცინეტები და ორგანიზაცია "ევროპა დონა საქართველო" უერთდება კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზანი, ადეკვატური მკურნალობის ხელმისაწვდომობაა, რეგიონებში მცხოვრები მეტასტაზური მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის. თხოვნით მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ ის პროექტი, რომელიც თბილისის მასშტაბით მუშაობს, ამუშავდეს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალბატონებისთვისაც", - ითქვა პრესკონფერენციაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ კოალიცია "ევროპა დონა საქართველოს" პრეზიდენტი ანა მაზანაშვილი,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი, მარინა დარახველიძე, თბილისის საკრებულოს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ბირბიჩაძე, მხარდამჭერები, პაციენტები და მედიის წარმომადგენლები.

"ივლისში დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გავმართეთ სამუშაო შეხვედრა, სადაც გამოიკვეთა 9 პრობლემა. ამ ხნის განმავლობაში გარკვეული მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა: თარგეთული პრეპარატები ძუძუს  მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ არ ფინანასდება რეგიონებში. ჯანდაცვის სტრუქტურებთან და სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად, საბოლოოდ მივიღეთ წერილი, რომ სამინისტრო იწყებს რეგიონებში ძუძუს მეტასტაზური  კიბოთი დაავადებული პაციენტების დაფინანასებაზე მუშაობას, რის შედეგადაც პაციენტებს იმედი გაუჩნდათ და დღმდე არიან მოლოდინის რეჟიმში. ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადაგმულა,  დღეს პროგრამის განხორციელება კვლავ განხილვის ფაზაშია.

ამ პაციენტებისთვის დროულად დაწყებული მკურნალობა ძალზედ მიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მათი თარგეთული პრეპარატებით მკურნალობის დაფინანესება. შედეგად  გაიზრდება  პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა და გაუმჯობესდება  ცხოვრების  ხარისხი. მივცეთ მათ სიცხოხლის შანსი, ეს "ჩვენ შეგვიძლია" და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათზე", - განმარტა კოალიცია "ევროპა დონა საქართველოს" პრეზიდენტმა ანა მაზანიშვილმა.

"გახლავართ გორიდან, მაგრამ იძულებული გავხდი შემეცვალა საცხოვრებელი ადგილი და  თბილისში გადმოვსახლდი, რადგან სამწუხაროდ, თბილისადნ  70 კმ-ში და საერთოდ რეგიონებში  არ ფინანსდება მკურნალობისთვის საჭირო პრეპარატები, რომელიც 8 ათას ლარს აღემატება. .ჩემთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია მკურნალობა, რადგან მყავს შვილები, მაქვს ოჯახი და მინდა სიცოცხლე", - არსებულ პრობლემებზე ისაუბრა  მოწვეულმა ერთ-ერთმა პეციენტმა მაია ტურაშვილმა.

"ჩვენ 2016 წელს თბილისის მერიასთან ერთად დავიწყეთ ადრეული ძუძუს კიბოსთვის სამკურნალო მეტიკამენტებით ქალბატონების უზრუნველყოფა და მიმდინარე წლის გაზაფხულზე ვფიქრობთ, ჩვენ შევძლებთ  მხარი ავუბათ თბილისის მერიის მიერ ძუძუს მეტასტაზური  კიბოს დაფინანსების საკითხს.გარდა ამისა ვგეგმავთ,რეგიონებში ვუზრუნველყოთ ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალბატონების,სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა", - განაცხადა ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 4 თებერვალს, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, სტარტი აიღო საინფორმაციო კამპანიამ "სამიზნე სიცოცხლისთვის", რომელიც ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას და  დამიზნებითი თერაპიის  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.  2016 წლის დასაწყისში თბილისის მერიამ და საკრებულომ აამოქმედა თანადაფინანსების პროგრამა პირველადი ძუძუს კიბოს 1, 2 და მესამე სტადიის პაციენტთათვის,  რომელსაც შეუერთდა ჯანდაცვის სამინისტრო და რეგიონებში მაცხოვრებელი პაციენტებიც მოიცვა. 2017 წლის 1 იანვრიდან პროგრამა გაფართოვდა და მოიცვა ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტებიც, რომელთაც სჭირდებათ დამიზნებითი თერაპია. პირველ ეტაპზე აღნიშნული პროგრამა ვრცელდება მხოლოდ თბილისის მაცხოვრებლებზე, 2018 წლიდან აჭარის რეგიონმა დაიწყო მეტასტაზური პაციენტების თარგეთული პრეპარატებით მკურნალობა,  საქართველოს მთელი მასშტაბით კი პროგრამის განხორციელება კვლავ განხილვის ფაზაშია.

კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (World Cancer Day)

კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირმა (International Union AgainstC ancer, UICC) ამ გლობალური პრობლემისადმი მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიქცევის მიზნით დააფუძნა. ყოველ წელს კიბოსთან  ბრძოლის საერთაშორისო დღეს თავისი თემა აქვს. 2018 წელს კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღე ტარდება დევიზით "ჩვენ შეგვიძლია -  მე შემიძლია", რომელიც მოწოდებულია იმისთვის, რათა თითოეულმა გაიაზროს, თუ რისი გაკეთება ძალუძს ამ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად და რა წვლილის შეტანა შეუძლია კიბოს წინააღმდეგ კამპანიის წარმოებაში.

"ევროპა დონა საქართველო" 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში  1994 წელს დაარსებულ ევროპულ კოალიციას "EUROPA DONNA", რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.  ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველოს" წევრები როგორც ევროპული კოალიცია "EUROPA DONNA"-ს მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ასევე ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია. ორგანიზაციის მიზანია მკერდის სიმსივნით დაავადებულ ქალთა ინტერესების დაცვა, მათთვის მაღალხარისხიანი, გაიდლაინებზე დაფუძნებული სამედიცინო მომახურების ხელმისაწვდომობა, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნას ძუძუს კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების კლება და გამოჯანმრთელების მაჩვენებლების ზრდა.

ოტავას მერიის წინ  საქართველოს სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღმართეს

ოტავას მერიის წინ საქართველოს სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღმართეს

3 წუთის წინ

მან ისაუბრა საქართველოს უძველეს ისტორიაზე, პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბების პოლიტიკურ წინაპირობებზე, დამოუკიდებლობის წლებში მიღწეულ პროგრესზე, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე, ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237