კოკაია კობიაშვილს: ბაზების მშენებლობა კარგია, მაგრამ მაინტერესებს ლევანს რა მონაწილეობა აქვს ამაში

კოკაია კობიაშვილს: ბაზების მშენებლობა კარგია, მაგრამ მაინტერესებს ლევანს რა მონაწილეობა აქვს ამაში

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი, ილია კოკაია ტვ "პირველის" ეთერში, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ კობიაშვილის მონაწილეობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებში ნოლია და ბაზების მშენებლობის დასრულების შემდეგ, ის მხოლოდ პოზირებს, მას და ფედერაციას კი ამაში წვლილი არ მიუძღვით. 

ილია კოკაია გარიგებულ თამაშებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ერთ-ერთმა კლუბის პრეზიდენტმა კობიაშვილს უცხოეთშიც ჩააკითხა, სადაც ის არ დახვდა, ამიტომ სფფ-ს ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს, დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია გარიგებულ თამაშზე და სახელები და გვარებიც დაუსახელა, სფფ-ს კი ამაზე რეაქცია არ ჰქონია. იმერული კლუბის მფლობელი მიიჩნევს, რომ ამ ამბის შეხსენებამ, კობიაშვილის გაბრაზება გამოიწვია.

"საათზე მეტ ხანს ვსაუბრობდით მე და ლევანი. სიბინძურეებზე ვუთხარი. ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის მფლობელმა უცხოეთშიც კი ჩააკითხა. ის არ გახლდათ. მისი ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი იყო. გვარებიც დაუდო იმ ფეხბურთელების, ვინც მონაწილეობდნენ ამ სიბინძურეში. ესეც კი ვუთხარი. ამან გამოიწვია ბრაზი. იმ სახით, რა სახითაც ხარჯავს ფულს სახელმწიფო დღეს, არის მარაზმი. ამ ფულმა ინვესტიციიც გადინებას შეუწყო ხელი. ჩემს მიერი დაწერილი ციფრი არ არის. ფონდის მიერ ინვესტიციებში ორი მილიონ 100 ათასი ლარია დახარჯული, ეს არის კერძო ინვესტიციების წილი, როცა ოცი მილიონია სახელმწიფოში. სახელმწიფო კომისიაშიც ვიყავი და ვითხოვდით დახმარებას მაშინაც, მაგრამ ასეთი სახით არა, რომ სახელმწიფოს ეხადა ხელფასები და პრემიები. რასაც ვამბობ, არაპოპულარული ვარ, კლუბების ხელმძღვანელების პოზიციის წინააღმდეგ ვდგები. მათთვის ადვილია სახელმწიფო ფულის მენეჯირება. მინიმალურს დებენ, საკუთარს არ ხარჯავენ. ბაზა გავხსენითო ბათუმსა და მარტვილში. მაინტერესებს, რა მონაწილეობა აქვს ბატონ ლევანს ამ ბაზების მშენებლობაში. რომ დამთავრდა, პოზირებას აკეთებს  სელფებით. მისი მონაწილეობა არ გამიგია. არ ჩასულა, არც უნახავს. სახელმწიფომ ორ მილიონზე მეტი დახარჯა მარტვილის ბაზაზე. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ შენ რა გააკეთე, ეს მაინტერესებს. რაც შეეხება კობიაშვილის რეაქციას გარიგებულ თამაშებზე, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტი გახლდათ და მისი ვიცე-პრეზიდენტი ჩააყენა საქმის კურსში, რა რეაქციაა, დღესაც ვხედავთ. რეაქცია არ არის“, - განაცხადა ილია კოკაიამ. 

ჰარი კეინის დუბლი - გუნდის ლიდერმა ინგლისელებს 3 ქულა ბოლო წუთებზე მოუტანა

ჰარი კეინის დუბლი - გუნდის ლიდერმა ინგლისელებს 3 ქულა ბოლო წუთებზე მოუტანა

4 საათის წინ

15 წუთზე ტუნისელთა მეკარემ ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად მოედანზე შემოვიდა მუსტაფა. 35 წუთზე ტუნისის ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლო. ფერჯანი სასიმ წონასწორობა 11 მეტრიანი დარტყმის შედეგად მოახერხა.  მეორე ტაიმში უპირატესობას ინგლისი...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212