ილია კოკაია ლევან კობიაშვილზე: ბოღმიანი ლაპარაკი ძალიან ცუდია და არაფერს კარგს არ მისცემს

ილია კოკაია ლევან კობიაშვილზე: ბოღმიანი ლაპარაკი ძალიან ცუდია და არაფერს კარგს არ მისცემს

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მფლობელი, ილია კოკაია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილი მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში პასუხობს და აცხადებს, რომ ლევან კობიაშვილმა ის დაპირება ვერ შეასრულა, რაც ზესტაფონელ გულშემატკივარს მისცა.

კოკაიას განცხადებით, კობიაშვილი ბოღმით საუბრობს და მისთვის კრიტიკა მიუღებელია, რაც მას კარგ შედეგს არ მოუტანს.

„მინდა პასუხი გავცე ლევან კობიაშვილს. ისევ გაურკვევლობაში გადადის. ბოდიშის მოხდა მინდა ნამდვილად, არა ფეხბურთის ფედერაციისა და ლევან კობიაშვილისთვის, არამედ, „ზესტაფონის“ ფანკლუბისა და გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ასეულობით იყვნენ ჩასული მის არჩევნებზე. დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე, მშიერ-მწურვალები, გულმხურვალედ უჭერდნენ მხარს, რომ ეს ვაჟბატონი, პიროვნება გახდებოდა პრეზიდენტი და შეასრულებდა იმ დაპირებას, რომელსაც დღესაც ახსენებენ ისინი. დიდ ბოდიშს მოვუხდი გულშემატკივარს, იმიტომ, რომ ჩემი ინიციატივა იყო, კობიაშვილისთვის დაეჭირათ მხარი. ნახეთ, რა გაშმაგებით უჭერდნენ მხარს. არ მინახავს იქ სხვა ფანკლუბი. რაც შეეხება იმას, რომ „ზესტაფონს“ ან მფლობელს არ სურს ფეხბურთში დაბრუნება, სრული სიცრუეა. დღესაც ორი წერილი დევს იქ. ჩვენ იმასც კი დავთანხმდით, რომ სულ ბოლო ლიგიდან დავიწყოთ. მზად ვართ ამისთვის. ჩვენმა ბავშვებმა ოქროს ლიგაზე, ბოლო ტურში დაკარგეს ჩემპიონობა, ისინი მომავალი არიან ქართული ფეხბურთის და რომ არ დაეკარგოს ქართულ ფეხბურთს, მზად ვართ, გუნდი თანახმაა იმაზე, რომ ბოლოდან დაიწყოს და ითამაშოს. რატომ არის კლუბი უარზე, ან რატომ უნდა დატოვოს კლუბმა ფედერაციის წევრობა და აღარ იყოს სუბიექტი. მე თუ ხვალ გავაკრიტიკე ქალაქში უაზრო მშენებლობები ან მოჭრილი ხეები, ქალაქის მერმა უნდა მითხრას, ქალაქი დატოვეო? ან საქართველოში მიმდინარე პროცესები არ მომეწონა, ან რაიონებში, პრემიერმა უნდა მითხრას მოქალაქოება დატოვეო? - კრიტიკა მიუღებელია? როდესაც შენ გაკრიტიკებენ, იმ კრიტიკას უნდა გასცე პასუხები და დეკლარირებულად რაღაცეების დატოვება არ უნდა ბრძანო. ეს პიროვნება ახალგაზრდა კაცია. ბოღმიანი ლაპარაკი ძალიან ცუდია და არაფერს კარგს არ მისცემს. ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს და მართლა გულნატკენი ვარ“, - განაცხადა ილია კოკაიამ.

ლევან კობიაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვიდეო მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ილია კოკაიამ ერთ-ერთ გადაცემაში ღიად გააკრიტიკა მისი ფედერაცია და განაცხადა, რომ იმ ვითარებაში, რაშიც ახლა ქართულ ფეხბურთი იმყოფება, დაბრუნება არ სურს. სფფ-ს პრეზიდენტმა კი მას სპეციალური ვიდეოთი უპასუხა და მოუწოდა, დატოვოს ფედერაციის წევრობა. 

ტრამვამიღებული ტოჩინოშინი იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა

ტრამვამიღებული ტოჩინოშინი იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა

3 საათის წინ

ლევანმა დღეს მოტეხილი ხელით იბრძოლა იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ და დამარცხდა. ამ ბაშოზე დღემდე ორივე სუმოისტი ერთნაირი შედეგით - 12 გამარჯვება ერთადერთი მარცხის წილ, ინაწილებდა პირველ-მეორე ადგილებს. მეტოქეები წელს ორჯერ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237