ლიტვის პრემიერმინისტრი საქართველოშია

ლიტვის პრემიერმინისტრი საქართველოშია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერმინისტრი საულიუს სკვერნელისი ეწვია. ლიტველ კოლეგას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

მაღალი რანგის სტუმარს საპატიო ყარაული შეეგება, შესრულდა ლიტვისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.

დახვედრის საზეიმო ცერემონიის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი და საულიუს სკვერნელისი პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

 

საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ზვიად ფხაკაძის და კახა სირაძის გამოკითხვას ხვალ განაახლებს

საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ზვიად ფხაკაძის და კახა სირაძის გამოკითხვას ხვალ განაახლებს

1 საათის წინ

კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ სამუშაო საათების ამოწურვის გამო, ზვიად ფხაკაძეს და კახა სირაძის გამოკითხვა ხვალ 15:00 საათზე განახლდება. საგამოძიებო კომისიის 17 კაციანმა შემადგენლობამ გასულ კვირას 51-ე სკოლის...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207