"რუსთავი 2" "ევროპულ საქართველოს": NDI-ის კვლევაზე სიუჟეტში მექანიკური შეცდომა გაიპარა

"რუსთავი 2" "ევროპულ საქართველოს": NDI-ის კვლევაზე სიუჟეტში მექანიკური შეცდომა გაიპარა

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" "ევროპული საქართველოს" განცხადებას ეხმაურება. 

"NDI-ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის მონაცემების დამუშავებისა და სისტემაში შეყვანის დროს, 18 იანვარს "კურიერში" 21.00 საათზე, გაიპარა შეცდომა. კვლევის პოლიტიკური ნაწილი შედგებოდა სამი სლაიდისგან: 54-ე სლაიდზე დატანილი იყო 4 პარტიის "ქართული ოცნების", ენმ-ის, "ევროპული საქართველოს" და "პატრიოტთა ალიანსის" მაჩვენებლები. შემდეგ იყო დინამიკა - როგორ იცვლებოდა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა.  ამ სლაიდზე "ევროპული საქართველო" იყო მოხსენიებული სხვა პარტიებს შორის.

PDF-ფაილიდან სისტემაში მონაცემების გადატანის დროს მოხდა მექანიკური შეცდომა - ეთერში ითქვა, რომ 12-დან 4 პროცენტამდე დაეცა "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერთა რიცხვი. ტექსტი კი უნდა ყოფილიყო - 12%-მდე დაეცა სხვა პარტიების მხარდამჭერთა რიცხვი. ტელეკომპანია აცნობიერებს, რომ NDI-ის კვლევებში "ევროპულ საქართველოს" არასდროს ჰქონია მოქალაქების 12% მხარდაჭერა და შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მისი კლებაც. 

აღნიშნულთან დაკავშირებთ იმ დღესვე მოხდა კომუნიკაცია "ევროპული საქართველოს" ლიდერებთან. ტელეკომპანიამ აღიარა შეცდომა და პარტიის წარმომადგენლებს განემარტათ მომხდარის დეტალები.

რუსთავი 2 აპირებდა დღეს იმავე ფორმატში არაზუსტი ინფორმაციის უარყოფას. სამწუხაროდ, "ევროპულმა საქართველომ" სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაავრცელა არაკორექტული და სიცრუის შემცველი განცხადება (საუბარია პარტიის განცხადების ბოლო ნაწილზე) და გაიმეორა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ნარატივი რუსთავი 2-თან დაკავშირებით.

დარწმუნებული ვართ, საპარლამენტო უმცირესობის ეს განცხადება გამოყენებული იქნება ხელისუფლების მიერ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ პროდასავლური მსხვილი ოპოზიციური პარტიისთვის, რომლისთვისაც, ისევე როგორც ყველა სხვა პროდასავლური პარტიებისთვის, ერთადერთ მედიაპლატფორმა რუსთავი 2-ია, სრულიად დაუშვებელი და უპასუხისმგებლოა ამ შინაარსის განცხადებების გავრცელება.

საჭიროდ მივიჩნევთ, მოვუწოდოთ "ევროპულ საქართველოსა" და მის ცალკეულ ლიდერებსა და წევრებს გავრცელებული არაკორექტული განცხადების გამო მოუხადონ ბოდიში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს, რათა მომავალშიც გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენ შორის.ს", - ნათქვამი გავრცელებულ განცხადებაში. 

ვაშაძე: ხალხს სიტყვა ოცნება წაართვეს, ამ სიტყვის გაგონება არ უნდა საქართველოს მოქალაქეს

ვაშაძე: ხალხს სიტყვა ოცნება წაართვეს, ამ სიტყვის გაგონება არ უნდა საქართველოს მოქალაქეს

3 საათის წინ

„ყველაფერი წაართვეს საქართველოს მოქალაქეს რისი წართმევაც შეიძლებოდა. წართმეულია სამუშაო ადგილები. წართმეულია პერსპექტივა, წართმეულია სტაბილური შემოსავალი,წართმეულია ნორმალური ჯანდაცვა. წართმეულია ინფრასტრუქტურული პროექტები...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172