ილიკო სუხიშვილი: "ცეკვა ქართული" იმდენად ცოცხალია, რომ მისი განვითარების შანსს არ გამოვტოვებ

ილიკო სუხიშვილი: "ცეკვა ქართული" იმდენად ცოცხალია, რომ მისი განვითარების შანსს არ გამოვტოვებ

"ქართული ნაციონალური ბალეტის" სამხატვრო ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი ანსამბლ "სუხიშვილების" მიერ დადგმულ ცეკვასთან დაკავშირებულ კრიტიკას ეხმიანება.

როგორც ილიკო სუხიშვილი განმარტავს, ამ ცეკვით მას თანამედროვე ქართული ხასიათის გადმოტანა უნდოდა. სუხიშვილი დარწმუნებულია, რომ ქართული ტრადიციული ილეთებით შექმნილი ახალი ქორეოგრაფიული ნომრების გვერდით, ელექტრონულ მუსიკაზე შესრულებული ცეკვაც თანამედროვე ფოლკლორის ნიმუშია. ილიკო სუხიშვილმა განმარტება "რუსთავი 2"-თან გააკეთა.

"არ მინდოდა ძალიან კონკრეტული ხალხის, კუთხის ან თუნდაც ციხესიმაგრის, გადარჩენის ან თუნდაც ისტორიის მოყოლა. უფრო ხასიათის და განწყობის გადმოტანა მინდოდა. როგორ ფიქრობთ ახალგაზრდა ქართველი გოგო და ბიჭი ქართულს შინაგანად, როგორ ცეკვავენ? თუ ქართველი ახალგაზრდა ელექტრონულ მუსიკაზე ისე მოძრაობს, როგორც თვითონ იდენტურად მოძრაობს და სხვა არავინ.

ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ის ქართული არ არის. აუცილებელი არაა, რომ იმას ჩოხა ჩააცვა და დიმპიტაური დაუკრა. იმდენად ცოცხალია, რომ მინდა განვითარდეს და არ გამოვტოვებ შანსს, რომ წარმოავდგინო, სხვადასხვა სახით. "ცეკვა ქართული" და ქართული ცეკვა ორი სხვადასხვა რამეა. "ცეკვა ქართული" ჰქვია პროექტს, სადაც ჩვენი სტილი გაგმომჟღავნდება ოპერაშიც, კლასიკურ ბალეტშიც", - აღნიშნა ილიკო სუხიშვილმა.

შეგახსენებთ, განსხვავებული ხაზებითა და დინამიკით, უცნობი ცეკვა "სუხიშვილებმა" პირველად 13 იანვარს კლუბ "რესპუბლიკაში" შეასრულეს. ელექტრონული მუსიკისთვის შექმნილ, ნახევრად იმპროვიზაციულ ქორეოგრაფიულ ნომერს დიდი ოვაციებისშემდეგ, ხანგრძლივი განხილვა სოციალურ ქსელში მოჰყვა. დადგმას ჯერ ისევ ექსპერიმენტის ფორმა აქვს, თუმცა ამავე მონახაზით მუშაობას ილიკო სუხიშვილი მომავალშიც გეგმავს.

პრეზიდენტმა გურამ დოჩანაშვილი დააჯილდოვა

პრეზიდენტმა გურამ დოჩანაშვილი დააჯილდოვა

2 საათის წინ

დაჯილდოების ცერემონია მწერალთა სახლში გაიმართა.  ამასთან, მწერალთა სახლში შოთა რუსთაველის და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დაჯილდოვდნენ.  შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მოქანდაკე გიორგი შხვაცბაია გახდა...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054