ხუხაშვილი: პოლიტელიტა დატვირთულია წარსული ცოდვებით, კომპრომატებით და მუდმივი მარცხით

ხუხაშვილი: პოლიტელიტა დატვირთულია წარსული ცოდვებით, კომპრომატებით და მუდმივი მარცხით

"ამომრჩეველში არსებული ნიჰილიზმი იმით აიხსნება, რომ ამომრჩეველი ვერ ხედავს ღირსეულ არჩევანს", - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი NDI-ს კვლევას, რომელშიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგია მოცემული.

როგორც ხუხაშვილმა საკითხის კომენტირებისას "აიპრესს" უთხრა, მთელი პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია.

"ამომრჩეველში არსებული ნიჰილიზმი იმით აიხსნება, რომ ამომრჩეველი ვერ ხედავს ღირსეულ არჩევანს. მთელი პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია. შესაბამისად, ამომრჩეველი დისტანცირებულია და მიიჩნევს, რომ ჰყავს ცუდი ხელისუფლება და ცუდი ოპოზიცია, ის ეძებს სრულიად ახალ არჩევანს. არსებული პოლიტიკური ელიტა დატვირთულია წარსულის ცოდვებით, ცრუ დაპირებებით, კომპრომატებით, მუდმივი მარცხით და ა.შ. ვერაფერს ვერ არჩევს. ეს არ არის ახალი ამბავი, ეს უკვე დიდი ხანია, რომ ამომრჩეველი ამ მდგომარეობაშია. ეს ნეგატიური სურათი ადგილობრივმა არჩევნებმაც აჩვენა", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა. 

კითხვაზე, ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით პარტიების მხარდამჭერთა რიცხვის კიდევ უფრო დაკლება რითი შეიძლება აიხსნას? - პოლიტოლოგი ასე პასუხობს:

"როდესაც არანაირი ფაქტორი არ ჩნდება, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს, მაშინ ერთ ადგილზე დგომა უკუსვლას ნიშნავს. ბუნებრივია დაღმასვლა იქნება, სანამ ახალი ძალა არ გამოჩნდება. 

რაც შეეხება იმის, არჩევნებზე სხვა სურათი პარტიების მიერ ამომრჩევლის მობილიზებით ხომ არ არის გამოწვეული, ამაზე გიპასუხებთ, რომ მობილიზება რომ არ მოახდინონ პარტიებმა, აქტიურობა კიდევ უფრო დაბალი იქნება. ნატურალური ამომრჩეველი პარტიებს აღარ ჰყავთ. ამომრჩეველი რესუსრებზე ერთჯერადად იყიდება. "გადაიხადეთ და კი ბატონო მოვალ და გადმოგიგდებ ხმას", ეს ვითარება გვაქვს დღეს. ვინც მიდის არჩევნებზე ისიც რაღაც ინტერესის გამო აძლევს ხმას და არა იმის გამო, რომ ვიღაცა მოსწონს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა "აიპრესთან". 

შეგახსენებთ, NDI-ს გამოკითხვის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას? - რესპონდენტთა 27% პასუხობს, რომ ის ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა. "ნაციონალური მოძრაობას" ხმას მისცემდა - 10%, "ევროპული საქართველოს" კი - 3%, სხვა პარტიას, ანუ პარტიას, რომელ,აც გამოკითხვის დროს 3%ზე ნაკლები ხმა მიიღო - 7%.

რაც შეეხება გამოკითხულთა 24%-ს, ისინი ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდნენ. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 14%-ს, უარი პასუხზე 13%-მა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

6 საათის წინ

"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არის გარკვეული ხელოვნური კამპანია, რომელიც არის გაშლილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, სამწუხაროა რომ ასეთი კამპანიური მეთოდებით მოქმედებენ კონკრეტული მინისტრის წინააღმდეგ ის სუბიექტები, რომლებიც ასე...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212