თბილისის რამდენიმე ბაღში, რძე ღვინის ეტიკეტით შეფუთული შეიტანეს

თბილისის რამდენიმე ბაღში, რძე ღვინის ეტიკეტით შეფუთული შეიტანეს

 თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, დედაქალაქის რამდენიმე საბვშვო ბაღში, რძე ღვინის ეტიკეტით შეფუთული შეიტანეს.  

მისივე თქმით, სურსათის უვნებლობის სააგენტომ დღეს დილით შეამოწმა კომპანია „მილკო“ და შემოწმების შედეგები აჩვენებს, რომ პაკეტის შიგთავსი, რომელშიც რძე არის ჩამოსხმული, არის უსაფრთხო, ერთჯერადი მოხმარების, საკვები პროდუქტისთვის განკუთვნილი.

მერის მოადგილის განმარტებით, მერიამ უკვე მიმართა შესაბამის ლაბორატორიას, რომელიც აღნიშნულ შეფუთვაში არსებული რძის ხარისხს შეამოწმებს.

"უახლოეს დღეეებში ველოდებით ლაბორატორიის პასუხს. ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი რეაგირება. თუ იქნება დადებითი პასუხი, ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას ამ კომპანიასთან, თუ იქნება პასუხი, რომ ეს არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს, ამ კომპანიას აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს კანონის სრული სიმკაცრით", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, სურსათის უვნებლობის სააგენტომ დღეს დილით შეამოწმა კომპანია „მილკო“ და შემოწმების შედეგები აჩვენებს, რომ პაკეტის შიგთავსი, რომელშიც რძე არის ჩამოსხმული, არის უსაფრთხო, ერთჯერადი მოხმარების, საკვები პროდუქტისთვის განკუთვნილი.

"ეს არ იყო ღვინის პაკეტი, ეს არის ჩვეულებრივი პაკეტი, რომელზეც მხოლოდ დიზაინი არის გაკეთებული ღვინის წარწერით, თუმცა შემადგენლობით სრულიად უსაფრთხოა" - განმარტა მერის მოადგილემ.

კალაძე: მორიგი ტრაგედია დატრიალდა მაღაროელების ქალაქში... მორიგი მსხვერპლი, დაშავებულები...

კალაძე: მორიგი ტრაგედია დატრიალდა მაღაროელების ქალაქში... მორიგი მსხვერპლი, დაშავებულები...

2 საათის წინ

"ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების ტრაგედიას, ვგლოვობ თითოეულ შეწყვეტილ სიცოცხლეს და ჩემი დღევანდელი პოზიციიდან ძალისხმევს არ დავიშურებ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო შრომის უსაფრთხოების სწორი და საჭირო სტანდარტების ერთხელ და საბოლოოდ...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040